რუსეთის ულიანოვსკის ოლქში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„შემთხვევის ადგილიდან რეგიონულ საავადმყოფოებში ევაკუირებულია 24 დაშავებული, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ; ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფების მედიცინის ფედერალური ცენტრი კოორდინაციას უწევს დაშავებულთა სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ ალექსეი კუზნეცოვმა.
სარკინიგზო ავარია დღეს დილით ბრიანდინოს სადგურთან ახლოს მოხდა. ჩელიაბინსკიდან მოსკოვისკენ მიმავალი მატარებლის შვიდი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ყველა მგზავრი, მათ შორის 65 ბავშვი, ევაკუირებულია. მატარებელში სულ 412 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსეთს საგამოძიებო კომიტეტმა საქმე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე აღძრა.