გიორგი სიორიძე - ირანის ელჩი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ „ქართული ოცნება“ აბედინებს - ეს არის სახიფათო თამაში, რომელიც „ოცნებას“ ძვირი დაუჯდება

მაშინ, როდესაც ირანის ელჩმა რამდენიმე დღის წინ სტატუსი დაწერა, სადაც მუქარა იკითხებოდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმდა - ირანის ელჩი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ „ქართული ოცნება“ აბედინებს, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრასა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა“ დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულ ოცნება“ სახიფათო თამაშს თამაშობს, რომელიც „ძვირი დაუჯდება“.

„გვახსოვს, როდესაც ბრიტანეთმა პროპაგანდისტული არხები დაასანქცირა, როგორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება - ელჩი დაიბარეს. როდესაც ირანის ელჩი ამ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით იმუქრება - მათგან არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. ვხედავთ, რომ ირანის ელჩი თავისი ინიციატივით მიდის სამინისტროში, ამით კი ყველაფერი ნათელია. აშშ-ს მტერთან მეგობრობა და ის სახიფათო თამაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამდენი ხნის განმავლობაში თამაშობს, ასეთ რაღაცებში ვლინდება. ირანის ელჩი ამდენს იმიტომ ბედავს, რომ „ქართული ოცნება“ აბედინებს. ელჩი გამოხატავს თავისი ქვეყნის პოზიციას და არა თავიანთ აზრს. „ოცნება“ აგრძელებს მავნე პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან სახიფათო თამაშს გულისხმობს, მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და აშშ-ს გზავნილი და პოზიცია მკაფიოა. ეს თამაში კი „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ძვირად დაუჯდეს. პარალელურად ვხედავთ, რომ „ოცნება“ მოლდოველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მასპინძლობს, ეს პირდაპირ რუსული პროექტია, ამით კარგად ჩანს, თუ ვინ არის მათი მეგობარი, მაგრამ აშშ-ის პერსონალური სანქციების ეშინიათ. ვხედავთ, რომ ტრამპმა რუსეთთან დაკავშირებული სანქციები გაახანგრძლივა, მათ შორის არის ივანიშვილიც. ზოგიერთი „მაგნიტსკის სიაში“ მოხვდა. აშშ-ს სანქციები კი ვინმეს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ მისცემს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, გიორგი სიორიძემ სუს-ის მიერ უფასო სასადილოებთან დაკავშირებით გამოვლენილი კორუფციული სქემის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ეს ყველაფერი კორუფციასთან რეალური ბრძოლა არ არის. მაგალითად, უფასო სასადილოების პროგრამას 42 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავს, ეს რიცხვი კი ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა. 1 ადამიანის კვება 1.7 ლარად არის გაანგარიშებული. ეს ღირებულება, ინფლაციის დონესთან და პროდუქტებზე ფასების ზრდის მიუხედავად არ შეცვლილა. აქ კი მთელი რიგი კორუფციული სქემები იკვეთება, რომელიც სისტემურობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და უშუალოდ მერის, კახა კალაძის მონაწილეობის გარეშე, რომელიც ყველაზე კორუმპირებული პირია. მისი განცხადება, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მის გადაცდომებზე აგებს პასუხს, არის უპასუხისმგებლო განცხადება. სუს-ის გამოძიებები ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვაცხადებდით. ამ ყველაფერში კი მაღალი თანამდებობის პირებიც ყოფილან გარეულები, რომლებიც ერთ დროს აქეთ გვამუნათებდნენ და დღეს, ზოგი დანაშაულს აღიარებს და ზოგიც უკვე ციხეშია. კალაძეს 9 წლის განმავლობაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არაფერზე აუღია, პრობლემები კი წლების განმავლობაში გროვდებოდა. ეს ჩარხი დატრიალდა [კორუფციული ფაქტების გამოვლენა] ოღონდ არა კორუფციასთან ბრძოლის გამო, არამედ შიდაპარტიული ბრძოლის გამო“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია