„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გაურკვეველი პირები კომპანიის სახელით უკავშირდებიან მომხმარებლებს და სთხოვენ პირადი მონაცემების ან/და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას.
როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნული ზარები არ ხორციელდება GWP-ის მიერ და კომპანია არ ითხოვს რაიმე ტიპის პირად მონაცემებს, საბანკო ბარათის მონაცემებს ან დადასტურების კოდებს.
„გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სახელით უკავშირდებიან მომხმარებლებს და სთხოვენ პირადი მონაცემების ან/და საბანკო ინფორმაციის გაზიარებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, აღნიშნული ზარები არ ხორციელდება GWP-ის მიერ და კომპანია არ ითხოვს რაიმე ტიპის პირად მონაცემებს, საბანკო ბარათის მონაცემებს ან დადასტურების კოდებს. „ჯივიპი“ არ სთავაზობს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებას ადგილზე მისვლით ან ფინანსური ოპერაციების შესრულებას ტელეფონით.
გთხოვთ, არ გასცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები საეჭვო ზარის შემთხვევაში. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 032 293 11 11 ან მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე“,-აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაში.