შოთა ბერეკაშვილი - თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში - ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მან კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.

ბერეკაშვილის თქმით, საქართველოში წამლების რეფერენტული ფასების სისტემა უზრუნველყოფს, რომ ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით არ იყოს უფრო მაღალი.

კომისიის თავმჯდომარის შეფასებითვე, გაჟღერებული აზრი, რომ რეფერენტული ფასების პირობებში წამლები შეიძლება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძვირი იყოს, არასწორია და სპეკულაციას უწოდებს.

„გასაგები რომ იყოს, მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და მე ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია