ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი - სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება

სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ სცნო დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ.

„ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო არ იყო დამატებით, დეტალურად, თვეების განმავლობაში დროის ხარჯვა და მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევა. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ ნიკა მელიას პოზიციას, მას მიაჩნია, რომ ეს არ არის მასთან მიმართებით სამართლებრივი პროცესი, ამიტომ სწრაფად რომ გავიგოთ, რა შედეგი უნდა დადგეს აღნიშნულ საქმეზე, უნდა დატოვონ ხანგრძლივად ციხეში, თუ გამოიყენონ სხვა ალტერნატიული სასჯელი, ამის გამო ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს, ან თანამშრომლობს, ეს არის ჩვენი უფლება.

სათვალავი მაქვს არეული, რომელ საქმეში, რომელი ბრალდება, რომელ სასამართლოში იხილება - ეს კონკრეტული ეპიზოდი შეეხება იმ სასამართლო პროცესს, როცა ნიკა მელიას უკანონო გატაცების ნაცვლად, თავად დააჯარიმეს 5000 ლარით, ამიტომ არარელევანტურად მიგვაჩნია სამართლებრივ კაზუისტიკაში შესვლა და მტკიცებულებების გამოკვლევა, საბოლოო ჯამში უნდა დადგეს შედეგი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო სწრაფად გავიგებთ ამ შედეგს ნიკასთან მიმართებით“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია