ეკა სეფაშვილი დაჯი კოვზირიძეს - თქვენ გგონიათ ოპოზიცია ხართ?! - თქვენ ხართ აგენტი, რომელსაც გარედან აფინანსებენ, რომ საქართველოში ვითარება არიოთ! - გირჩევნიათ თქვენს მოღალატე გახარიას მიხედოთ!

თქვენ გგონიათ ოპოზიცია ხართ?! - თქვენ ხართ აგენტი, რომელსაც გარედან აფინანსებენ, რომ საქართველოში ვითარება არიოთ და პოლარიზაცია მოახდინოთ! - გირჩევნიათ თქვენს მოღალატე გახარიას მიხედოთ! - ასე მიმართა “ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ფრაქცია “საქართველოსთვის“ წარმომადგენელს დაჯი კოვზირიძეს, ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.

სხდომაზე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს უსმენენ. საუბარი მათ შორის ბავშვთა კვებისა და ბავშვთა მოვლის საშუალებების ფასებს ეხება.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაჯი კოვზირიძის განცხადებას მოჰყვა. ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 250 000 ბავშვი ცხოვრობს და 6 ათასზე ნაკლები ბავშვი დაიბადა. კოვზირიძემ ბავშვთა საკვები პროდუქტებისა და მოვლის საშუალებების სიძვირესაც გაუსვა ხაზი.

კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერიკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა. მან დაჯი კოვზირიძეს მიმართა, რომ დროებითი კომისია სამუშაო ფორმატში იყო შეკრებილი და პოლიტიკურ განცხადებებისთვის პარლამენტის დარბაზი გამოეყენებინა.

“აქ პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ არის. ეს სამუშაო შეხვედრაა. შევეშვათ სკანდალს. პოლიტიკური განცხადებების და სპეკულაციის ადგილი აქ არ არის. პოლიტიკური განცხადებები, რამდენიც გსურთ, შეგიძლიათ დარბაზში აკეთოთ. აქ ძალიან სერიოზულ ადამიანებთან ძალიან სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ დეტალებში ჩავალთ და გავარკვევთ, როგორ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ ხელშესახები შედეგი მივიღოთ, განსაკუთრებით როცა საქმე ბავშვთა კვებას ეხება“, - განაცხადა ბერეკაშვილმა კოვზირიძის მისამართით.

ადრესატმა კომისიის თავმჯდომარეს პასუხად დაუბრუნა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ და ეს სპეკულაცია არ არის.

“ბატონო შოთა! ეს თქვენთვის არის პოლიტიკური განცხადება და ეს თქვენთვის არ არის პრობლემა, რადგან თქვენ უპრობლემოდ მილიონს ხურდა ფულად ხარჯავთ. სპეკულაციას ეძახით იმას, რომ ბავშვები შიმშილობენ?“, - მიმართა შოთა ბერეკაშვილს დაჯი კოვზირიძემ.

მან განაცხადა ისიც, რომ პარლამენტის კომისია ვერ გამოასწორებდა იმას, რაც “ქართულმა ოცნებამ“ გააფუჭა.

კამათში დროებითი კომისიის მდივანი, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი ჩაერია. სეფაშვილმა კოვზირიძეს მიმართა, რომ კომისიისთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცა. კოვზირიძემ კი ურჩია, რომ ფორმალურად მაინც შეენარჩუნებინა ოპოზიციონერი დეპუტატის იმიჯი.

“თქვენ გგონიათ ოპოზიცია ხართ?! - თქვენ ხართ აგენტი, რომელსაც გარედან აფინანსებენ, რომ საქართველოში ვითარება არიოთ და პოლარიზაცია მოახდინოთ!

ვერ ხვდებით, რომ ეს არის მუშაობა პროცესი და მუშაობა გვაცალეთ! ბიზნესს კონსტრუქციულ წინადადებებზე მთავრობის დახმარება სჭირდება, რომ მარაგები მართონ, რასაც შეიძლება მალე ვადა გაუვიდეს“, - მიმართა ეკა სეფაშვილმა დაჯი კოვზანაძემ.

თავის მხრივ კოვზირიძემ სეფაშვილს “სასაცილო“ უწოდა.

“ქალბატონო ეკა, სასაცილო ხართ! თქვენ მე მეუბნებით, რომ ვარ აგენტი. ძალიან დიდი ხანი უნდა იყოთ, რომ ჩემამდე მობრძანდეთ“, - განაცხადა დაჯი კოვზირიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია