განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განსაზღვრა

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.

აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.

ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი - 10 სასკოლო უბანი: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი. მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებულ ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო ან საავტომობილო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს.

ქუთაისი - 5 სასკოლო უბანი: სასკოლო უბანი - ავტოქარხანა; სასკოლო უბანი - გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი; სასკოლო უბანი - ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა; სასკოლო უბანი - ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია; სასკოლო უბანი - ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი.

ბათუმი - 4 სასკოლო უბანი: სასკოლო უბანი - ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი; სასკოლო უბანი - ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი; სასკოლო უბანი - თამარი, მწვანე კონცხი; სასკოლო უბანი - გონიო, აეროპორტი, სამრეწველო;

რუსთავი - 3 სასკოლო უბანი: სასკოლო უბანი - დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟიული შარტავას ადმინისტრაციული ერთეული; სასკოლო უბანი - ვახტანგ გორგასლის, ილია ცურტაველის, შოთ რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული; სასკოლო უბანი - გიორგი ჭყონდიდლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.

რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს, სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია