მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთში ვიზიტზე - სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საერთო ხედვები გვაქვს, ვხედავთ, ეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძია

პირველ რიგში დავიწყებ მადლობით სლოვაკეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლების მიმართ, კერძოდ, ჩემი კოლეგის, პრეზიდენტ პეტერ პელეგრინის მიმართ, რომელმაც მომიწვია და ასეთი შინაარსიანი, გულთბილი შეხვედრა მომიწყო. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს. ვხედავთ ეს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, თუ როგორ იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის, რაც ჩვენთვის მისაბაძი და მისასალმებელია, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ხშირი გახდება.

„გუშინ გვქონდა საქმიანი შეხვედრები, შევხვდით პარლამენტის სპიკერს, მის დელეგაციასთან ერთად. ასევე განვიხილეთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები, რომელიც უფრო ინტენსიური გახდება. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე ესტუმრება შემდეგ თვეს სლოვაკეთს. ჩვენი ურთიერთობების უფრო გახშირება უმაღლეს დონეზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ დაკავშირებული. ასევე გვქონდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა, ვიცე პრემიერთან და იქაც განვიხილეთ, ის საქმიანი ურთიერთობები, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას. ასევე გვქონდა საუბარი განათლების მიმართულებით, ასევე წამოჭრილი იყო ახალგაზრდობის თემები და კულტურა. ეს ის საკითხებია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში და ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები უფრო ხშირი გახდება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს აქვთ საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა.

„გარდა პოლიტიკური თანხვედრისა, საერთო ღირებულებებისა, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან პრაგმატულად და სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი რეგიონი, ამ ეტაპისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული სამშვიდობო პოლიტიკით, ამ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება - საომარი ვითარებები, შუა დერეფანი. ბატონმა პელეგრინიმაც აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე შუა დერეფნის განვითარება. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის ცივილიზაციური დიალოგი. სლოვაკეთი პატარა ქვეყანაა, რომელიც მუდმივად იბრძვის თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის და ეროვნული ინტერესებისთვის. სწორედ ამაშია ჩვენი თანხვედრა. დარწმუნებული ვარ უფრო მეტი გავხდებით. ვისაც კი ჯანსაღი მიმართულება აქ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობს დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გავერთიანდებით ამ მოტივით, რომ პირველ რიგში აუცილებელია საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის თავისუფლების ეროვნული ინტერესების დაცვა და შემდეგ რა თქმა უნდა სხვა საკითხები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია