სამწუხაროდ, „ქოცური“ რეჟიმის პირობებში ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს მივაღწიეთ - სწორედ “ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ ჩვენს სუვერენულობას, ისტორიასა და ეროვნულ ღირსებას ელჩები პატივს არ სცემდნენ - თითს გვიქნევს თეირანი და მოსკოვი საპატრიარქოს შიდა საქმეებზე აკეთებს კომენტარს, - ამის შესახებ დღეს პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გრიგოლიას თქმით, ეს არის “ქოცური“ ანტიქართული პოლიტიკის მკაფიო შედეგი და ყველაზე ნათელი გამოხატულება.
“საქართველოში ირანის ელჩის ქმედებებში, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ერთ მკაფიო რამეს ვხედავთ - “ქოცების“ რეჟიმმა შესაძლებელი გახადა, რომ ერთი მხრივ, თითს გვიქნევს თეირანი, მეორე მხრივ, მოსკოვი საპატრიარქოს შიდა საქმეებზე აკეთებდეს კომენტარს, მესამე მხრივ, ვისმენთ, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიური კორპუსის საფარქვეშ პოტენციურად ჯაშუშები მუშაობენ, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით კითხვებს არ სვამს.
ეს არის საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ “ქოცური“ რეჟიმის პირობებში სამწუხაროდ, ყველა დროის ყველაზე დაბალ ნიშნულს მივაღწიეთ. სწორედ “ქოცებმა“ გახადეს შესაძლებელი, რომ ჩვენს სუვერენულობას, ჩვენს ისტორიას და ეროვნულ ღირსებას ელჩები პატივს არ სცემდნენ და ქართველ ხალხთან თითის ქნევით საუბარს ბედავდნენ. აი, ეს არის “ქოცური“, ანტიქართული პოლიტიკის ყველაზე პირდაპირი, ძალიან მკაფიო შედეგი და ყველაზე ნათელი გამოხატულება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.