მიხეილ ყაველაშვილი - დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით, რა არ იკადრეს ამ ადამიანებმა - შე დალოცვილო, თუ აშშ-სთან ურთიერთობის აწყობა გინდა, რატომ უშლი ხელს?

ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობას და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს ამ ადამიანებმა, - ამის შესახებ სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ის ადამიანები უშლიან ხელს ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკასთან ურთიერთობის მომხრეები არიან.

„მე რომ ურთიერთობას ავაწყობ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მე ხომ საქართველოს პრეზიდენტი ვარ, აღმასრულებელი ხელისუფლებაა და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციაშია, ხან პრემიერ-მინისტრი, ხან პრეზიდენტი, ხან საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს ხომ კარგი რამეა საქართველოსთვის, ამის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ეს არის ქართული საქმე?! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგების საქმე ?! ვინ აკეთებს ამ საქმეს და ვინ ეწინააღმდეგება და როგორი ქილიკი მიდის?! ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი - ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს, ხომ. აიტაცეს ისე მოეწონათ და მართლაც მისასალმებელი თემაა დედის ინსტინქტი, იმიტომ, რომ დედას შვილის მიმართ ყველაზე დიდი ემოციური განცდა აქვს და ამ გამოწვევებში ყველაზე მეტად ჩართული უნდა იყოს. მშობლის როლი დიდია, იმიტომ, რომ ვერ გავექცევით ამ ახალ ტექნოლოგიებს და ჩვენი შვილები დაცულები უნდა იყვნენ - ამ საკითხებს ეხებოდა, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფერში საქართველო იღებდა მონაწილეობას და აბა დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა, რა არ იკადრეს, ამ ადამიანებმა. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა და იძახი, მე პროამერიკელი ვარო, რატომ უშლი ხელს? მოდი, დალაგდეს და იქ იბრძოლე შენი უფლებებისთვის და შენ იყავი უკეთესი ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ ხელს რომ უშლი ამერიკასთან ურთიერთობას, როგორ ხარ ამ ურთიერთობის მხარდამჭერი?“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია