მიხეილ ყაველაშვილი - სათითაოდ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს, მათ მიმართ ისეთ ბინძურ შეურაცხყოფას ახორციელებდნენ - გაიხსენეთ მიხაილ როთი, რომელიც მხარს უჭერდა ოპოზიციას

არავის დავიწყებია, როგორ ებრძოდნენ პატრიარქს, რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა, თავად პატრიარქი რომ საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და მასთან ბრძოლაზე. მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას როგორ უნდოდათ ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, საპატრიარქოს დაკნინება, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქოს რეიტინგის მაღალი ნიშნული არ მოსწონდათ და ცდილობდნენ, დაეზიანებინათ.

„საპატრიარქოს სათავეში როცა ჩვენი უწმინდესია, ვერავინ იტყვის, რომ „მე პატრიარქს არ ვებრძოდი, ვებრძოდი საპატრიარქოს“, წარმოუდგენელი რამეა. ეს ძალები, რომლებიც ახლა გაერთიანებულები არიან, სწორედ ის ხალხი იყო, რომლებიც ამას აკეთებდნენ. დაკრძალვის დროს გამოჩნდა, რომ ხალხის უმრავლესობა ერთგულია საკუთარი ეკლესიის და სარწმუნოების. მაშინაც ასე იყო, ვერაფრით ვერ აკნინებდნენ ჩვენი პატრიარქისა და საპატრიარქოს ავტორიტეტს, დაახლოებით 90%-ზე ზემოთ იყო რეიტინგი და მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ როგორმე დაეზიანებინათ, რადგან არ მოსწონდათ საპატრიარქოს მაღალი ნიშნული. მაშინ ეს ბრძოლა სხვადასხვა ხერხებით ხდებოდა და წარმოუდგენელი რამ იყო. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, სათითაოდ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, რომ ვერ ვიცავდით ასეთ დროს ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს, ისეთი ბინძურ შეურაცხყოფებს ახორციელებდნენ ეს ადამიანები, ან მათი პარტნიორები. გაიხსენეთ გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც წარმოუდგენელ რამეს აკეთებდა პოლიტიკაში, პირდაპირ მხარს უჭერდა ოპოზიციას. მაშინ, როცა საქართველოს უმრავლესობას ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენს სარწმუნოებასთან, მართლმადიდებლურ რწმენასთან, პირდაპირ დაასახელა, რომ თქვენი პრობლემა არის თქვენი რწმენა, თქვენი საპატრიარქო.

ეს ადამიანები არიან ამ ახალშექმნილი, თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის კოლეგები. როგორ უნდა მისცეს თავს უფლება საქართველოს მოქალაქემ, რომ ამ რადიკალურ ფრთას ან გაჰყვეს ან მხარი დაუჭიროს. ჩვენ პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი დაწყებული გვაქვს. არც თუ ისე ცუდად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიებში დისკუსიებისა და დებატების საწყისი ეტაპი. ჩვენ მოტივირებული ვართ და პრეზიდენტის ინსტიტუტს ეს აქვს ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი, რომ აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე უნდა იყვნენ აუცილებლად. ეს პროცესი უნდა განვავითაროთ. ჯერ დაკრძალულიც არ გვყავდა პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემებით სპეკულირება და მიდის დაპირისპირება“, - განაცხადა პატრიარქმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია