სოფელ ყულევთან, სავარაუდოდ, საფრენი აპარატურის ფრაგმენტია აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად სოციალურ ქსელში, ანალიტიკური გვერდ World Military-ზე გავრცელდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა ეს რომელიმე საფრენი აპარატურის ფრაგმენტი.
მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლით დაიწყო, რაც ფრენის საერთაშორისო წესების დარღვევას გულისხმობს.