აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.