მეუფე სტეფანე - პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს - ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ - პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა

პატრიარქის გადაწყვეტილებას ვენდობი და არანაირი არჩევანი გასაკეთებელი არ მაქვს - ვხედავთ მეუფე შიოს საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

„პატრიარქის არჩევანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი პატრიარქი ამდენი წელია ჩვენთვის ასე ზრუნავდა, გამოარჩია მოსაყდრე. ვხედავთ მის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ. მე რასაც ვაკეთებ, ეს არ არის არჩევანის ფარულობის დარღვევა, მე უბრალოდ ასეთი აზრი მაქვს და არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რამე პოლემიკაში შევიდე“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ მოსაყდრეს აქვს ორი ხმა ან პატრიარქის ერთი, მაგრამ გადამწყვეტი ხმა, მეუფე სტეფანე პასუხობს: „არა... ვინ თქვა რომ გადამწყვეტია? ერთი ხმა აქვს, უბრალოდ უწმინდესისგან წარდგენილია როგორც მოსაყდრე“.

„პატრიარქს მიაჩნდა, რომ ამ პიროვნებას მისგან უნდა ესწავლა ძალიან ბევრი რამ და თითქმის 9 წელი გვერდით ჰყავდა. მე ვიცი, რომ მეუფე შიო ყველა მოქმედებას პატრიარქთან ათანხმებდა. მხოლოდ იმ ფარგლებში იღებდა გადაწყვეტილებებს, რაც პირადად მის კომპეტენციაში შედიოდა. რასაც ჰქვია ეკლესიის მართვა, პატრიარქის გარეშე მას არაფერი არ გაუკეთებია, ამიტომ მაქვს მისი ნდობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია