მეუფე სტეფანე - ვერავინ შემაცვლევინებს აზრს იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც უნდა - ვერცერთ მღვდელმთავარს ვერ დავწამებ ცილს, რომ ის ვიღაცის სურვილებით ან ნებით იმოქმედებს

ზოგადად, როდესაც ასეთ რამეს ამბობს ადამიანი, ეს პოლიტიკური შეფასებებია. ჩვენ დიდად არ მივუყვებით პოლიტიკურ შეფასებებს, უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ღვთისაგან მოცემული მადლი, რომლითაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პატრიარქის არჩევის პროცესში შესაძლო გარე ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მიტროპოლიტი სტეფანე ასევე აღნიშნავს, რომ არცერთ მღვდელმთავარში ეჭვი არ შეაქვს და არ სურს უსაფუძვლოდ ვინმესთვის რაიმეს დაბრალება.

„ვერავინ ვერ შემაცვლევინებს აზრს იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც უნდა. რომელიმე მღვდელმთავარს ვერ ეტყვი, რომ ვინმეს ზეწოლით მოქმედებს.

ადამიანის სისუსტეებზეა გათვლილი ეს რაღაცები, სისუსტე როგორ არ მაქვს. ყველა ადამიანს თავისი შინაგანი სამყარო აქვს, მათ შორის, მღვდელმთავრებსაც. ვერცერთ მღვდელმთავარს ვერ დავწამებ ცილს, რომ ის ვიღაცის სურვილებით ან ნებით იმოქმედებს. აქედან გამომდინარე არცერთი არ დამიყენებია ეჭვის ქვეშ. ყველა მღვდელმთავარი ჩემი ძმაა, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ერთმანეთის მიმართ გვაქვს დადებითი ურთიერთობა.

არავისზე არ შემაქვს ეჭვი. არცერთ მღვდელმთავარში არ შემაქვს ეჭვი. ჩემი დამოკიდებულება არის ღია, გულწრფელი და არ მინდა უსაბუთოდ ვინმეს რამე დავაბრალო“,- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ამასთან, მიტროპოლიტის განცხადებით, თუ სინოდი უმრავლესობით აირჩევს პატრიარქს, იგი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც სულიწმინდის გამოვლინებას და დაემორჩილება არჩეულ პატრიარქს, მიუხედავად პირადი პოზიციისა.

„თუ სინოდი ერთსულოვნად, უმრავლესობით რომელიმე კანდიდატის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე, მაგრამ პატრიარქი თუ ხმათა უმრავლესობით იქნება არჩეული, მე სულიწმინდის გამოვლინებად მივიჩნევ, რომ ასე მოხდა და მე მივყვები პატრიარქს, რომელიც იქნება არჩეული. ეს არ არის პოლიტიკური ფრაქციები, პარლამენტი არ ვართ. როცა ვბჭობთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, მაგრამ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, პატივს ვცემთ ერთმანეთს და იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს თქმით, ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდება.

„აღსაყდრება მოხდება სვეტიცხოველში, მაგრამ ეს საკითხი იქნება შემდეგ განხილული. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ ყველაფერს და არ ვცდილობთ დავასწროთ მოვლენებს, ყველაფერი თავის დროზე იქნება“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია