შუამავლების ძალისხმევა, აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტას დააახლოონ, ჩიხში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი შუამავლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და სხვა რეგიონული შუამავლების ძალისხმევა, რომლებსაც პაკისტანი ხელმძღვანელობს, რომ მოახდინონ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ორგანიზება, ჩიხში შევიდა.
შუამავლების თქმით, ირანმა მათ ოფიციალურად შეატყობინა, რომ მზად არ არის ისლამაბადში უახლოეს დღეებში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის. თეირანის თქმით, ვაშინგტონის მოთხოვნები მიუღებელია.
ამავდროულად აღინიშნება, რომ თურქეთი და ეგვიპტე ჯერ კიდევ ცდილობენ მოლაპარაკებების ორგანიზებას. შეხვედრის პოტენციალურ ადგილებად კატარის დედაქალაქი დოჰა და სტამბოლი განიხილება.