ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება

აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის მიერ 1 აპრილს გაკეთებულ განცხადებებზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, ამ თემაზე ირანის ელჩის განცხადებაზე, საქართველოში პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საზვერვის განცხადებაზე, ასევე ირანში დაწყებულ აშშ-სა და ისრაელის ომზე, ამ ომის დასრულების პერსპექტივებზე, რა შეიძლება გამოივაჭროს რუსეთმა ირანში მიმდინარე ომის ფონზე აშშ-გან უკრაინის საკითხში, როგორ შეიძლება აისახოს ეს გამოვაჭრება“ სამხეთ კავკასიასა და საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

- ბატონო ნიკოლოზ, 1 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ირანთან ომისა და ნატოს პერსპექტივასთან დაკავშირებით ისეთი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, რომ საუბარი სწორედ ამ თემით უნდა დავიწყოთ.

კარგა ხანია ტრამპი გვაკვირვებს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით. ვიდრე ტრამპი 1 აპრილს განაცხადებდა, რომ აშშ ასრულებს სამხედრო ოპერაციას ირანში იმის გამო რომ აშშ-მ ირანში „დასახულ მიზნებს მიაღწიაო“.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე ახლა იმათ უნდა იზრუნონ, ვინც ამ სრუტის მუშაობით დაინტერესებულიაო. ტრამპმა ასევე თქვა რომ აშშ ნატოდან იმის გამო უნდა გამოვიდეს, რომ „ევროპელებმა მოგვატყუესეო“. არადა, როცა აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იწყებდა, ტრამპს ევროპელებისთვის არაფერი შეუთახმებია. ომმა კი ირანის მიერ ჰორმუზის სრულის ბლოკირების გამო მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მძიმე დღეში ჩააგდო.

ტრამპის ეს განცხადებები იმაზე მეტყველებს რომ სწორი აღმოჩნდა იმათი მტკიცება რომ „ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომში სტრატეგიული უპირატესობა ირანის მხარესააო“.

თქვენ როგორც გამოცდილი დიპლომატი, როგორ შეაფასებდით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 1 აპრილს გაკეთებულ განცხადებებს?

- როგორც მას საერთოდ სჩვევია, ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის გარშემო ტრამპმა უკვე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა როგორც ამ ოპერაციის დაწყებამდე, ასევე მისი მსვლელობისას. როცა თქვენ მთხოვთ შევაფასო მის მიერ 1 აპრილს გაკეთებული განცხადებები, მე ცოტა რთულ მდგომარეობაში ვარ, რადგან შემდგომში მან შეიძლება სხვა განცხადებებიც გააკეთოს, რომლებიც 1 აპრილს თქმულისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

ამდენად, როცა საქმე ტრამპს ეხება, ხშირად ჩნდება კითხვა - არის კი მნიშვნელოვანი მისი მორიგი მესიჯების სერიოზული კომენტირება როცა ახლო მომავალში ისინი შეიძლემა მკვეთრად შეიცვალოს?

საქმე რთულ რეალობასთან გვაქვს - ერთი მხრივ, სახეზეა ტრამპის სპეციფიური პიროვნება, რომელიც თავის განცხადებებს დიდი პასუხისმგებლობით არ უდგება და, ამავე დროს, ეს განცხადებები კეთდება მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პირობებში და, შესაბამისად, პიარ ომისა და ტაქტიკური მანევრირების ხასიათს ატარებს და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის არ იმყოფება კორელაციაში რეალობასთან.

საქმე რთულ რეალობასთან გვაქვს - ერთი მხრივ, სახეზეა ტრამპის სპეციფიური პიროვნება, რომელიც თავის განცხადებებს დიდი პასუხისმგებლობით არ უდგება და, ამავე დროს, ეს განცხადებები კეთდება მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პირობებში და, შესაბამისად, პიარ ომისა და ტაქტიკური მანევრირების ხასიათს ატარებს და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის არ იმყოფება კორელაციაში რეალობასთან

ამიტომ, მოდით აქცენტი უფრო სიტუაციის შეფასებაზე გადავიტანოთ და იქიდან გამომდინარე შევეცადოთ დავინახოთ თუ რა დგას დონალდ ტრამპის განცხადებების უკან. შექმნილი სიტუაციის ერთერთი უმთავრესი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის რეალობამ მნიშვნელოვნად გადაუხვია იმ მოლოდინებისგან და გეგმებისგან, რაც ომის დაწყებამდე აშშ-სა და, შესაძლოა, ისრაელს ჰქონდათ.

ამას ნათლად ადასტურებს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ვენსის საგანგებო ვიზიტი ისრაელში და, გამოსული ინფორმაციის თანახმად, მისი მწვავე საუბარი ისრაელის პრემიერთან. როგორც ირკვევა, აშშ-ს მხარე საყვედურობს ისრაელს, რომ მან ვაშინგტონს დაგეგმილ ოპერაციასთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინები შეუქმნა. კიდევ ერთი დასტურია ის, რომ პენტაგონის შეფმა, პიტ ჰეგსეტმა, შუა ომში არმიის შტაბის უფროსი, გენერალი რენდი ჯორჯი გადააყენა თანამდებობიდან.

ვფიქრობ, აშშ-ს ხელმძღვანელობამ ტიპიური ამერიკული შეცდომა დაუშვა. მათ უყვართ მზა სქემებით და მოდელებით აზროვნება. ვენესუელაში წარმატებით განხორციელებული მოდელი მათ პირდაპირ ირანის შემთხვევაზე გადმოიტანეს. ჩათვალეს, რომ სამხედრო ჩარევის და ხელმძღვანელობის ზედა შრის ჩამოთლის შემდეგ ისინი შეძლებდენ ახალ ლიდერებთან გარიგებას მათი მართვად მდგომარეობაში გადაყვანას.

სამწუხაროდ, ირანული შემთხვევა გაცილებით უფრო რთული და მძიმე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და ისრაელმა უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ირანს, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ვერ მოხერხდა რეჟიმის ვერც შეცვლა და ვერც დამორჩილება, ბირთვული პროგრამა ბოლომდე განადგურებული არ არის. უფრო მეტიც, გაჩნდა ახალი პრობლემა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის სახით.

სამწუხაროდ, ირანული შემთხვევა გაცილებით უფრო რთული და მძიმე გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ და ისრაელმა უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ირანს, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ვერ მოხერხდა რეჟიმის ვერც შეცვლა და ვერც დამორჩილება, ბირთვული პროგრამა ბოლომდე განადგურებული არ არის. უფრო მეტიც, გაჩნდა ახალი პრობლემა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის სახით

აშშ-ს ხელმძღვანელობა რთულ მდგომარეობაშია. მათ, ცხადია, ძალიან უნდათ ეს ომი რაც შეიძლება მალე დაასრულონ, რადგან ძალიან ძვირი უჯდებათ, არა მხოლოდ ფინანსურად და მატერიალურად, არამედ პირველ რიგში პოლიტიკურად.

აშშ-ს მოსახლეობაში ამ ომს დიდი მხარდაჭერა არ აქვს და მისი უკმაყოფილება სწრაგად იზრდება. ბევრი გამოთქვამს შიშს, რომ ტრამპმა შეიძლება ეს ომი ამ გაურკვეველ მდგომარეობაში მიატოვოს, გამოაცხადოს გამარჯვება და პრობლემები სხვების კისერზე შეაგდოს. მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია. აქ უკვე ჩათრეულია ირანის გარშემო მდებარე აშშ-ს პარტნიორი არაბული სახელმწიფოები, სადაც ვაშინგტონს სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული. ირანი დიდი ალბათობით მათ მიმართ სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს.

ამ ვითარებაში აშშ-ს კონტროლის მექანიზმებს ახლო აღმოსავლეთში სერიოზული საფრთხე ემუქრება. გაურკვეველი დარჩა, ასევე, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი. მართალია, ევროპისა და სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, აშშ-ს ნავთობპროდუქტებით მომარაგება არ არის ძლიერ დამოკიდებული ჰორმუზის სრუტიდან მომდინარე ნაკადზე, მაგრამ ამ ნაკადის გაჭედვა გამოიწვევს ზოგადად და, მათ შორის, თავად აშშ-ში ნავთობპროდუქტებაე ფასების ზრდას, რაც უმძიმეს პოლიტიკურ პრობლემებს შეუქმნის ტრამპის ადმინისტრაციას და პესპუბლიკურ პარტიას.

საერთოდ, ირანის კამპანიის “ჩაფლავება” დომინოს ეფექტით გამოიწვევს აშშ-ს ავტორიტეტის და პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებას მსოფლიო მასშტაბით. ასე რომ, დიიდ ალბათობით, აშშ-ს მოუწევს ომის გაგრძელება სახმელეთო კომპონენტების შესაძლო ჩართულობით, რაზეც მეტყველებს ის, რომ ტრამპის განცხადებების პარალელურად საომარი ზონისკენ აშშ-ს მორიგი დიდი სამხედრო დაჯგუფება მიემართება.

საერთოდ, ირანის კამპანიის “ჩაფლავება” დომინოს ეფექტით გამოიწვევს აშშ-ს ავტორიტეტის და პოზიციების მნიშვნელოვან შესუსტებას მსოფლიო მასშტაბით. ასე რომ, დიიდ ალბათობით, აშშ-ს მოუწევს ომის გაგრძელება სხმელეთო კომპონენტების შესაძლო ჩართულობით, რაზეც მეტყველებს ის, რომ ტრამპის განცხადებების პარალელურად საომარი ზონისკენ აშშ-ს მორიგი დიდი სამხედრო დაჯგუფება მიემართება

რაც შეეხება ევროპისა და ნატო-ს ევროპელი პატნიორების მიმართ გაჟღერებულ საყვედურს, ის, ცხადია, უსამართლოა. აშშ-ს ეს ოპერაცია პარტნიორებთან არ შეუთანხმებია და, ბუნებრივია, ისინი სხვის მიერ დაწყებულ ომში არ ჩაერთვებიან, მითუმეტეს, როცა ასეთ არაპროგნოზირებად პარტნიორთან აქვთ საქმე.

- მოდით, საუბარი გავაგრძელოთ საქართველოსთან დაკავშირებული თემებით. კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარით პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, ირანის ელჩის განცხადებაზე და საქართველოში პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის დაზვერვის უწყების განცხადებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს ზარზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან, ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მაგრამ, არა თავად პრემიერისაგან. საინტერესოა ის, რომ ამ ზარის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმაზე რომ თბილისის აეროპრტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი რამდენიმე საათით დაჯდა და ამის შემდეგ სომხეთში გაფრინდა.

თქვენ როგორ აღიქვით რუბიოს ზარი პრემიერ ირაკლი კობახიძესთან?

ტრამპის მიერ 1 აპრილს გაკეთებული განცხადებები რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-სა და საქართველოს შორის გადატვირთვის საფუძველი, ანაც როგორ „ქართული ოცნება“ ამბობს, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების საფუძველი?

- რუბიოს და კობახიძის საუბრის შინაარსი ჩვენ არ ვიცით. შეგვიძ₾ია ვივარაუდოთ, რომ ის საქართველოს ტერიტორიის აშშ-ს მიერ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას ეხებოდა. ამის სასარგებლოდ აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავის თბილისის აეროპორტში დაჯდომა და ირანის ელჩის განცხადებები მეტყველებს.

ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობის განახლებისთვის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს სატელეფონო საუბარი არის ე.წ. გადატვირთვის დასაწყისის მანიშნებელი, ჯერ ძალიან ნაადრევია.

ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობის განახლებისთვის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს სატელეფონო საუბარი არის ე.წ. გადატვირთვის დასაწყისის მანიშნებელი, ჯერ ძალიან ნაადრევია

აქ პრობლემა სხვა რამეშია. თუ ივანიშვილმა და “ოცნებამ” აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით ხელი შეუწყო აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს, საქართველო შეიძლება იქცეს ირანის რაკეტების სამიზნედ და ეს იმ პირობებში, როცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვა სავალალო მდგომარეობაშია.

და აქ, ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ არ იზრუნა ხელისუფლებამ ამაზე 14 წლის მანძილზე. უფრო მეტიც, რატომ იქნა უხეშად შეწყვეტილი თავდაცვის სამინისტროს მიერ თავის დროზე ამ მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.

ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ არ იზრუნა ხელისუფლებამ ამაზე 14 წლის მანძილზე. უფრო მეტიც, რატომ იქნა უხეშად შეწყვეტილი თავდაცვის სამინისტროს მიერ თავის დროზე ამ მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან

- ბევრი თვლის რომ არც რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადება არ ყოფილა მოულოდნელი, რომელშიც ეს უწყება საქართველოში პატრიარქის არჩევაში მსოფლიო მართლმადიდებელთა პარტიარქს ბართლომეოს, საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა.

მას შემდეგ, რაც პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა და ქართული საზოგადოება ილია მეორის გლოვის რეჟიმშია და ცდილობს ამ დიდ და მტკივნეულ დანაკარგს ღირსეულად მიაგოს პატივი, უადგილოც კი მგონია ჩვენივე საზოგადოებაში ამ თემაზე აქტიურობა.

ასეა, თუნდაც იმიტომ რომ შემდეგი პატრიარქის არჩევა ქართული სამოციქულო ეკლესიის სინოდის გადასაწყვეტია და ეს პროცესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემსგავსოს საჯარო და პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიებს, რასაც, სამწუხაროდ ვადევნებთ თვალს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას?

- რაც შეეხება ახალი პატრიარქის არჩევის გარშემო მიმდინარე პერიპეტიებს და რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თავისთავად სავალალო და აღმაშფოთებელია, რომ საქმე მივიდა იქამდე, რომ რასეთი აძლევს თავს უფლებას ასე უხეშად და პირდაპირ ჩაერიოს საქართველოს საშინაო და ესოდენ ფაქიზ საკითხში.

თავისთავად სავალალო და აღმაშფოთებელია, რომ საქმე მივიდა იქამდე, რომ რასეთი აძლევს თავს უფლებას ასე უხეშად და პირდაპირ ჩაერიოს საქართველოს საშინაო და ესოდენ ფაქიზ საკითხში

ზოგადაგ კი, მე მიმაჩნია, რომ აქ უფრო რთული თამაში მიდის, ვიდრე ბევრს ჰგონია. მე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც აწყობდეს რუსეთის მიერ მძლავრად მხარდაჭერილი კანდიდატის პატრიარქის ტახტზე ასვლა. ასეთ ფიგურას რუსეთი თავად ივანიშვილის დასაბალანსებლად გამოიყენებს, ის პოლიტიკურად საკმაოდ ძლიერი და ივანიშვილისგან დამოუკიდებელი იქნება და ვფიქრობ, ეს ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ის სინამდვილეში სულ სხვა კანდიდატის, ან კანდიდატების სასარგებლოდ მოქმედებდეს.

არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც აწყობდეს რუსეთის მიერ მძლავრად მხარდაჭერილი კანდიდატის პატრიარქის ტახტზე ასვლა. ასეთ ფიგურას რუსეთი თავად ივანიშვილის დასაბალანსებლად გამოიყენებს, ის პოლიტიკურად საკმაოდ ძლიერი და ივანიშვილისგან დამოუკიდებელი იქნება და ვფიქრობ, ეს ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ის სინამდვილეში სულ სხვა კანდიდატის, ან კანდიდატების სასარგებლოდ მოქმედებდეს

- რუსეთისთვის ირანი ისევ მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ პარტნიორად რჩება. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი აგრძელებს ფუნქციონირებას და შესაძლოა დღეს კრიტიკულად მნიშნველოვან როლსაც კი ასრულებს ირანის ეკონომიკისთვის, რადგან სპარსეთის ყურით გამავალი ვაჭრობა მინიმუმდეა დასული.

ნაკლებად სავარაუდოა, მოსკოვმა თეირანს პირდაპირი სამხედრო დახამრება გაუწიოს. ამის ვალდებულება კრემლს არ აქვს. თუმცა, ირანში ომის დაწყება კრემლისთვის შესაძლოა უკრაინა-რუსეთის ომის საკითხში მაშველი რგოლიც აღმოჩნდეს.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის რომ „რუსეთის მიზანია „ირანის პრობლემა“ უკრაინის საკითხს დააკავშიროს იმ დიდ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს... მოსკოვი დასავლური ქვეყნებისგან უკრაინის გარშემო დათმობებს მოელის.“

თუმცა, უკრაინის საკითხზე ევროპისგან რაიმე დათმობებზე წასვლა მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება აშშ-ს, კრემლში რომ ამგვარი მოლოდინები აქვთ, თითქოს აშკარადაც კი ჩანს. მეტიც, ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ტრამპი მეგობრობს და როგორც ჩანს, მეგობრობენ კიდეც.

რა შეიძლება გამოივაჭროს რუსეთმა აშშ-გან უკრაინაში გარკვეული დათმობის მისაღებად? და კიდევ - სავარაუდოდ, როგორ შეიძლება ეს დათმობა სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე?

- მე არ მჯერა ტრამპისა და პუტინის მეგობრობის. მათმა რიტორიკამ ამ თვალსაზრისით შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. უკრაინის დაცემა რუსეთთან ომში დღევანდელ პირობებში რუსეთის ევროპაზე ჰეგემონიას გამოიწვევს და მე არ მგონია, რომ ვინმეს აშშ-ში, ტრამპის ჩათვლით, ეს უნდოდეს.

მე არ მჯერა ტრამპისა და პუტინის მეგობრობის

პრობლემა ისაა, რომ, როგორც სჩანს, ტრამპს სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინის ხარჯზე ახალი ტერიტორიების შეძენით დაკმაყოფილდეს და შემდგომში აშშ და ევროპა შეძლებენ რუსეთის გაკონტროლებას. ამის უკვე აღარ სჯერათ არც ევროპაში და, ცხადია, არც უკრაინაში.

ბუნებრივია, ამ ეტაპზე ირანში მიმდინარე ომმა გარკვეულწილად რუსეთის სასარგებლოდ ითამაშა, მაგრამ ეს ამ ომის უნებლიე შედეგია და არა აშშ-ს გამიზნული პოლიტიკა. რეალურად კი, ყველაფერი ამ მხრივ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება საბოლოოდ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ. ირანის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში პუტინის რეჟიმს კარგი ბედი არ მოელის.

ამ ეტაპზე ირანში მიმდინარე ომმა გარკვეულწილად რუსეთის სასარგებლოდ ითამაშა, მაგრამ ეს ამ ომის უნებლიე შედეგია და არა აშშ-ს გამიზნული პოლიტიკა. რეალურად კი, ყველაფერი ამ მხრივ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ დასრულდება საბოლოოდ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ. ირანის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში პუტინის რეჟიმს კარგი ბედი არ მოელის

- მიუხედავად იმისა რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ვითარება რუსეთისთვის, როგორც მინიმუმ, სახარბიელოდ არ ვითარდება, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სომხეთისთვის მოიცალა.

პრეზიდენტი პუტინი მოსკოვში სომხეთის პრემიერ ფაშინიანსა და მისი გუნდის წევრებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები იმაზე მიუთითებს რომ კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ივნისისათვის დაგეგმილ არჩევნებში ჩარევასაც არ გამორიცხავს.

პუტინის თქმით, სომხეთი ევროკავშირისკენ კი ისწრაფვის, მაგრამ სომხეთი იმავდროულად ევრაზიულ სავაჭრო ზონაშია, ეს კი შეუთავსებელია. მისივე მტკიცებით, სომხეთმა ყარაბაღი იმის გამო დაკარგა, რომ სომხეთი ოდბკა-დან გამოვიდა ყარაბაღზე აზერბაიჯანის იურისდიქცია ფაშინიანის ხელისუფლებამ აღიარა.

დარჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინის მიერ ფაშიანინის მოსკოვში მიწვევა შესაძლოა, იმითაც იყო გამოწვეული რომ დიდი ალბათობით, ფაშინიანის პარტია იმაზე მეტ ხმებს მიიღებს, ვიდრე ოპოზიცია. თუმცა, საგულისხმო იყო პუტინის მიერ იმის თქმა, რომ „ტრამპი უკმაყოფილოა იმით რომ რუსეთი ტრამპის გზის პროექტში არ მონაწილეობს“.

ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომების ფონზე პუტინის მიერ ფაშინიანის მოსკოვში მიწვევა და ამ სეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები თქვენ როგორ აღიქვით?

- მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფაშინიანი ამ შეხვედრაზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პუტინი კი ცდილობდა გარკვეულ ზეწოლას, მაგრამ უჩვეულოდ ფრთხილი და დიპოლომატიური ჩანდა.

როგორც სჩანს, რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული უზარმაზარი დიპლომატიური სამუშაოს შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საკმაოდ მყარად გრძნობს თავს

სიმართლე გითხრათ, ცოტა გამაკვირვა კიდეც ფაშინიანის სითამამემ. პუტინის მცდელობას უზრუნველეყო პრორუსი პოლიტიკოსების სომხეთის არჩევნებში უკანონო მონაწილეობა, მან დიპლომატიური და მეგობრული რიტორიკით მორთული, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ხისტი უარით უპასუხა და რუსეთის დიქტატორს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაკვეთილიც კი ჩაუტარა.

როგორც სჩანს, რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული უზარმაზარი დიპლომატიური სამუშაოს შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი საკმაოდ მყარად გრძნობს თავს. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ახლა სომხეთში ძალიან ბევრი რამ, შეიძლება ითქვას, რომ კავკასიის ბედი წყდება

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა