რუსებმა ქალაქ ნიკოპოლს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში ბაზარს დაარტყეს.
რუსების იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 14 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.