უკრაინული მედია - რუსებმა ქალაქ ნიკოპოლს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

უკრაინული მედია - რუსებმა ქალაქ ნიკოპოლს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი

რუსებმა ქალაქ ნიკოპოლს დაარტყეს, დაიღუპა 5 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში ბაზარს დაარტყეს.

რუსების იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთი 14 წლის გოგონაა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.