მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

კერძოდ, მატარებლები მოძრაობენ ზონალურად, მეტრო მგზავრებს ემსახურება მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “სადგურის მოედნამდე”.

“მეტროსადგურ “დიდუბეში” დაზიანდა მატარებელი. ამის გამო შეფერხებული გვაქვს მოძრაობა პირველ ხაზზე. მატარებლები მოძრაობენ ზონალურად, მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “სადგურის მოედნამდე”. “სადგურის მოედნიდან” “ახმეტელის სადგურამდე” კი შეფერხებულია”, - აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ცნობით, მოძრაობის სავარაუდო აღდგენის დრო, ერთი საათია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა