განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ ამ პერიოდში, შევევედროთ ღმერთს, რომ მშვიდობით ჩაიაროს [პატრიარქის არჩევნებმა], ღირსეული პატრიარქი გვყავდეს. უწმინდესიც შეგვეწევა ლოცვით ამ დღეებში, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა საბა გაზდელიანმა სიონში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ილია მეორემ სიცოცხლეშივე მეუფე შიო დანიშნა მოსაყდრედ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის.
„ყოველდღე ხალხი უწყვეტად მოდის სიონში, რაც არის ილია მეორის დამსახურება, რადგანაც მან უდიდესი სიყვარული დათესა ხალხში. ამას ვიმკით დღეს.
რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, როდესაც მან სიცოცხლეშივე მეუფე შიო დანიშნა მოსაყდრედ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო თითოეული მორწმუნე ადამიანისთვის, რადგან პატრიარქის თითოეული სიტყვა, თითოეული ამოსუნთქვაც კი ჩვენთვის გეზია და გზამკვლევი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის გადაწყვეტილებას. უნდა ითქვას, რომ სინოდის თითოეულ წევრს გააჩნია საკუთარი თავისუფალი არჩევანის ნება და ისინი გადაწყვეტენ სამომავლოდ. განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ ამ პერიოდში, შევევედროთ ღმერთს, რომ მშვიდობით ჩაიაროს, ღირსეული პატრიარქი გვყავდეს. უწმინდესიც შეგვეწევა ლოცვით ამ დღეებში“ , - აღნიშნავს მღვდელი საბა გაზდელიანი.