ისრაელის ქალაქ ხაიფაში მაშველები ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებში მოყოლილ ოთხ ადამიანს ეძებენ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ხაიფას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სადგურის ხელმძღვანელის, კობი მიზრაჰი განცხადებით, მათი სამსახური პოლიციასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობასთან და „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ ოთხ ადამიანამდე მიეღწიაონ, რომლებიც სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე ჯერრჯერობით არ გამოსულან.
„ამ ომის თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მძიმე სცენა ჩვენს რაიონში დღემდე, მათ შორის ნგრევის მასშტაბის, სირთულის და, რა თქმა უნდა, მსხვერპლის გათვალისწინებით“, - ნათქვამია კობი მიზრაჰის განცხადებაში.