ისრაელში მაშველები ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებში მოყოლილ ოთხ ადამიანს ეძებენ

ისრაელის ქალაქ ხაიფაში მაშველები ირანის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევებში მოყოლილ ოთხ ადამიანს ეძებენ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ხაიფას სახანძრო-სამაშველო სამსახურის სადგურის ხელმძღვანელის, კობი მიზრაჰის განცხადებით, მათი სამსახური პოლიციასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობასთან და „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურთან თანამშრომლობს იმისთვის, რომ ოთხ ადამიანამდე მიეღწიონ, რომლებიც სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე ჯერრჯერობით არ გამოსულან.

„ამ ომის თვალსაზრისით, ეს არის ყველაზე მძიმე სცენა ჩვენს რაიონში დღემდე, მათ შორის ნგრევის მასშტაბის, სირთულის და, რა თქმა უნდა, მსხვერპლის გათვალისწინებით“, - ნათქვამია კობი მიზრაჰის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე