აფხაზეთში მიმდინარე პროცესებსა და აფხაზეთის ირგვლივ არსებულ ვითარებებზე, სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკას ატარებს ოფიციალური თბილისი აფხაზეთის საკითხში, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, ამავე თემაზე უფრო გასაგები, ეფექტური და პრაგმატული ნაბიჯები როგორი შეიძლება იყოს, „ინტერპრესნიუსი“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრს და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს თეონა აქუბარდიას ესაუბრა.
- ქალბატონო თეონა, ვინც თვალს ადევნებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, სოციალურ და თუნდაც კულტურის სფეროებში, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩენოდა ის, რომ რუსეთი წლებია თანმიმდევრულად აგრძელებს აფხაზეთის სრულ ინტეგრირებას რუსეთის საკანონმდებლო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრ, სოციალურ სფეროებში. კულტუროლოგიური თვალსაზრისითაც აფხაზეთი, პრაქტიკულად რუსეთის გაგრძელება და ნაწილია.
თუმცა, მოსკოვის წარმომადგენლები მუდმივად საუბარობენ იმაზე რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და „კარგა ხანია დროა, საქართველომ აღიაროს 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობა.“ ჩვენ ამ თემას აუცილებლად შევეხებით.
თუ ცოტა ხნის წინ ენგურსგამოღმა აქტიურად საუბრობდენ წარმატებულ სამედიცინო პროგრამაზე, ანუ აფხაზეთში მცხოვრებთა ენგურსგამოღმა მკურნალობაზე, მაგრამ, აქაც სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების თხოვნით რუსეთის შესამამისი უწყებების მიერ მიღებულია გადაწყვეტილებები, რომლითაც აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები სამედიცინო დახმარებას კრასნოდარის მხარის სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ.
გარდა ამისა, კრემლში აფხაზეთის კურატორ სერგეი კირიენკოს ინიციატივით აფხაზეთის სამედიცინო ორგანიზაციების საკმაოდ თანამედროვე ტექნიკით მარაგდებიან და რუსეთის მედიკოსები ადგილზე ზრუნავენ აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
ამ მოვლენათა ფონზე, ოფიციალური თბილისი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ „რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიისკენ იდგმებოდა ნაბიჯები“. თუმცა, ასეთი განცხადებებიც კარგა ხანია აღარ გვსმენია.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რასაც რუსეთი აფხაზეთში რეალურად და თანმიმდევრულად ახორციელებს?
- თუ გადავხედავთ რუსეთის ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ აფხაზეთში, პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ: იქნებოდა ეს ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე, სოხუმის აეროპორტის რეაბილიტაცია და პირდაპირი ფრენების აღდგენა საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფით, ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსების ინიციატივა, რაზეც ნატოს გენმდივნის რეაგირება ვიხილეთ, თუმცა არა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსი, გალში მალულად, თუმცა ჩვენთვის საჯაროდ აშენებული საბაჟო ტერმინალი, რომელიც საზღვარს არა ფსოუზე, არამედ მდინარე ენგურზე ავლებს, აფხაზური რკინიგზის გახსნის განახლებული ინიციატივა რუსეთის ვიცე-პრემიერისგან. აქვე აღნიშვნას იმსახურებს აფხაზური საზოგადოების წინააღმდეგობა რუსეთის მიერ ანექსიური პოლიტიკის მიმართ და ამ საზოგადოების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომებს კრემლიდან.
ცალსახა ბოლო გაბრძოლებაა რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის გამოყენებით თბილისის ნების სათავისოდ შეტრიალებისთვის და აქედან რეგიონში დაკარგული გავლენის დასაბრუნებლად
იმავდროულად ვხედავთ ოკუპირებული აფხაზეთის ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ ომში სამხედროებითა და იქ რუსეთის უკანონოდ განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ გამოცხადებული დრონების განგაშს და რუსეთის გააქტიურებას და ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე,“ რომ თბილისმა ხელი მოაწეროს ე.წ. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას, რაც იურიდიულ სივრცეში რუსეთის აგრესიას აქრობს და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცესს იწყებს.
ამიტომ ეს ცალსახა ბოლო გაბრძოლებაა რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის გამოყენებით თბილისის ნების სათავისოდ შეტრიალებისთვის და აქედან ჩვენს რეგიონში დაკარგული გავლენის დასაბრუნებლად.
- ეს რომ სავარაუდოდ, ასეა, აფხაზეთში და აფხაზეთის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციების ზედაპირული გაცნობა და თუნდაც, ზედაპირუსლი ანალიზიც საკმარისია.
თუმცა, ვხედავთ იმასაც რომ ამ თემებზე ოფიციალური თბილისის ის უწყებები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ მკაფიო პოზიციების დაფიქსირებას ხშირად არიდებენ თავს, რაც კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ქმნის.
მხედველობაში მაქვს ოფიციალური უწყებების გამოხმაურებები, ან თუნდაც ორაზროვანი დუმილი ბაბუშერის აეროპორტის ამოშავებასთან, ანაც თუნდაც ოჩამშირეში სატვირთო ტერმინალის ამუშავებასთან დაკავშირებით, ანაც აფხაზეთის მხრიდან, თუნდაც ენგურის ხიდთან ტერმინალის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით.
ამ ფაქტების ფონზე აფხაზეთზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ქართულ-აფხაზურ ძმობაზე, მალე კონფლიქტის დასრულებაზე, დევნილთა დაბრუნებაზე როგორც მინიმუმ არადამარჯერებლადაც კი გამოიყურება. ასეა, რადგან აფხაზური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ძმებად მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებს მოიხსენიებენ.
ეწინააღმდეგებიან დევნილთა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. მეტიც, თუ მანამდე საუბრობდნენ დევნილების მხოლოდ გალის რაიონში დაბრუნებაზე, ახლა საუბრობენ მხოლოდ იმათ დაბრუნებაზე, ვინც პოტენციურად იოლად შეძლებს ინტეგრირებას აფხაზურ სოციუმში.
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ გალის რაიონში კარგა ხანია აღარ არსებობს ქართული სკოლები. ამ სკოლებში დღეისათვის რუსული სკოლები ფუნქციონირებს და ბავშვებს ქართულ ენაში მხოლოდ ფაკულტეტიურები უტადებათ.
სავარუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამ ჩამოთვლილ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლება თუ მანამდე მკაფიოდ გამოთქვამდა პროტესტს, დღეს ამაზე საუბარის ნაცვლად, დუმილს ვადევნებთ თვალს?
- დიახ, მართალს ბრძანებთ, როცა საუბრობთ ოფიციალური თბილისის პოლიტიკის დიამეტრიულ ცვლაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, მაშინ როცა ამ ცვლას სწორედ რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ უფროსის ვლადისლავ სურკოვის გავრცელებული კონცეფცია „სუვერენული დემოკრატიის“ შესაბამისად სუვერენიტეტის დაცვად ასაღებენ.
პოლიტიკის ცვლა, რომელიც ქაღალდზე „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არასდროს გაუწერია სამთავრობო პროგრამით ნაკისრი ვალდებულების და პირობის მიუხედავად უკავშირდება რუსეთის ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ და მის მიერ რუსეთის გამარჯვებაზე ფსონის დადებას.
წინა მოწვევის პარლამენტში ჩემი ინიციტივით და იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას აქტიური მუშაობით ჩვენ შევძელით კონსესუსის შესაბამისად მიგვეღო რეზოლუცია „დეოკუპაცის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ“, რომელიც ერთის მხრივ გმობდა ოკუპირებულ აფხაზეთში აიბგას კრასნოდარის ოლქისთვის დე ფაქტო გადაცემას, მეორე მხრივ კი ავალდებულებდა მთავრობას შეემუშავებინა დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, ისევე როგორც რუსულ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების სტრატეგია.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება რუსეთის ზეწოლის გაძლება და სტატუს-ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში მოუწევს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება არა რუსეთთან, არამედ აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან, რაც ამ მისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დასაწყისი იქნება
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ შეასრულა ეს მოთხოვნა, ხოლო ირაკლი კობახიძემ კი თავის სამთავრობო პროგრამიდან საერთოდ ამოიღო ეს პირობა. დააშორა ქვეყანა დასავლელ მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერაზეც იდგა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც საფრთხე შეუქმნა წარმატებული არაღიარების პოლიტიკას ოკუპირებული რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების საპირწონედ და ანექსიურ თუ ოკუპაციის ფაქტებზე დუმილით, ისევე როგორც 2008 წლის ომის რუსეთისგან საქართველოზე გადაბრალებით წულუკიანის კომისიის შედეგად რუსეთის მადა გააღვივა საქართველოს სამ სახელმწიფოდ დაშლის გაფორმებისთვის და ამ გზით რუსეთის დე იურე კონტროლისთვის მთელი ქვეყნისა. ამ პირობებში კი სურვილის შემთხვევაშიც კი, რასაც დიდად პირადად ვერ ვხედავ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება რუსეთის ზეწოლი გაძლება და სტატუს-ქვოს შენარჩუნების შემთხვევაში მოუწევს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმება არა რუსეთთან, არამედ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმთან, რაც ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დასაწყისი იქნება.
- ამ მოვლენათა ფონზე დრო და დრო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისაგან გვესმის მოწოდებები, რომ თბილისმა არა მარტო უნდა აღიაროს „ახალი რეალობა“, ანუ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, სოხუმთან და ცხინვალთან ხელი უნდა მოაწეროს ამ ქვეყნებზე თავდაუსხმელობის შეთანხმებას.
ამის პარალელურად მოსკოვთან დაახლოებული პიროვნებებისაგან გვესმის მოწოდებები რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირს 1992 წელს არსებულ საზღვრებით.
ქართული საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელიც ასევეა დაახლოებული რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან, აცხადებს, რომ 2008 წლიდან ჟენევაში მიმდინარე რუსულ-ქართულმა კონსულტაციებმა, რომელშიც მონაწილეობას აფხაზები და ოსები მონაწილეობენ, „თავისი თავი ამოწურა და ახლა საჭიროა, ამ თემეზე მოლაპარაკებები მინსკში გაიმართოს.“
არადა, ჟენევის ფორმატში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები წლებია იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ ამ პრინციპს ვინმე არ იცავს, რუსეთია და მოლაპარაკებების მინსკში გადატანის შემთხვევაში საქართველო რუსეთთან ერთი ერთზე დარჩება.
ამ ფაქტების ეს ჩამონათვალი და აფხაზეთის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა და აშკარად პრომოსკოვური ტენდენციები, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება მიუთითებდეს?
- რაც თქვენ ჩამოთვალეთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინსვლის მაჩვენებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ევროპული გზა ქვეყნის გაიყინა და დემოკრატია ავტორიტარიზმით ჩანაცვლდა.
რუსეთმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ ღიად გააწნა სილა მისივე მოკავშირე ბიძინა ივანიშვილს, როცა ის ყალბად ცდილობდა ქვეყნის გამთლიანებაზე აქცენტს და ღიად თქვა, რომ არანაირი ერთიანი საქართველო არ იქნება და რომ თბილისმა უნდა აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ანუ ღიად გაავლო წითელი ხაზები, მიუხედავად „ქართული ოცნების“ ქებისა და ნარიშკინის უწყების ღია მხარდაჭერისა.
ყურადსაღები იყო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჟენევის დისკუსიებში რუსეთის პოზიცია, როცა მან ღიად არ დამალა უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ აღების ირგვლივ და პირველად ისტორიაში ჟენევის დისკუსიების ღიად განაცხადა ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილი 78-ე მუხლის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
რუსეთის წითელი ხაზებით მკაფიოდ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელორუსიზაციისა, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ და აქ მთავარი კითხვაა, თუ რა ბერკეტი დაიტოვა „ოცნებამ“ ამის საპირწონედ ამ ვითარებაში?!
რაც შეეხება ჟენევის დისკუსიების ადგილის ცვლას, აქაც საინტერესი ტენდენციას ვნახეთ, როცა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შემდგომ რუსეთი ჟენევის მინსკში გატანას ითხოვდა, თუმცა ბოლო შეხვედრისას ეს მოთხოვნა შეწყვიტა, რასაც ვუკავშირებ უკრაინაზე რუსეთის მოლაპარაკებებს ჟენევაში.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც საჩუქარი გაუკეთა კრემლს, როცა გააუქმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია და ჟენევის ფარგლებში შექმნა ასიმეტრია ქართულ მხარეს, როცა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი დატოვა იქ.
რაც შეეხება რუსეთის დასაყრდენი ძალი აქტოვბას ქვეყნის შიგნით და იმ იდეას, რაც რუსეთ-ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლას გულისხმობს, თუმცა 1992 წლის საზღვრებით, აქაც რუსეთის წითელი ხაზებით მკაფიოდ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელორუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ და აქ მთავარი კითხვაა, თუ რა ბერკეტი რჩება ირაკლი კობახიძის მთავრობას ამის საპირწონედ ამ ვითარებაში?!
- წლებია სხვადასხვა დონეზე ხან მოსკოვში, ხანახ ერევანში აქტიურად განიხილება აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გამოყენებით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თემა.
ვინც რკინიგზის საკითხებში ერკვევა, მათი გათვლებით აფხაზეთის რკინიგზის ადღგენას 500-600 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ამის გამკეთებელი რუსეთი არაა და სწორედ ამიტომაცაა რომ ახლა აქტიურად საუბრობენ აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო მიმოსვლის აღდგენაზე.
ვიცით, რომ თურქეთი გეგმავს სამსუნიდან ბათუმამდე რკინიგზის მონაკვეთის აშენებას. არაა გამორიცხული ამ გზის აშენების შემდეგ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას მოსკოვის გარდა ანკარამაც მოითხოვოს.
ამ თემაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის მოსაზრებები რომ „გზების გახსნა წაადგება მხარეებს შორის ურთიერთობის ნდობის აღდგენას და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების საკითხებს“.
სოხუმი დე-ფაქტო ხელისუფლება რომ დევნილების დაბრუნებას არ გეგმავს, ან თუ გეგმავს, ეს მხოლოდ იმათ ეხება ვინც არ იბრძოდა, ან აფხაზეთის ენგურსგაღმა ხელისუფლებას აღიარებს, ეს კარგა ხანია ვიცით.
ასეთ ფონზე გაუგებარია რას ეფუძნება ხელისუფლების მიერ მტკიცებები იმის შესახებ რომ მხარეებს შორის ნდობა მალე აღდგება და დევნილებიც მალე დაბრუნდებიან?
- აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნას სომხეთის წინა ხელისუფლება აქტიურად უჭერდა მხარს, რადგან ეს 90-იანებში ყარაბაღის კონფლიქტის შემდომ მისთვის პირდაპირ სარკინიგზო გზას წარმოადგენდა რუსეთთან დასაკავშირებლად.
თუმცა, საქართველოსთვის ამის ფასი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის გაწირვა იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ და მიუხედავად პრემიერ ივანიშვილის მიერ ერევანში ვიზიტისას ამ შესაძლებლობაზე აქცენტისა, ეს არ გამოვიდა მაშინ და არც რუსეთს მოუკლია თავი ამ საკითხის აქტუალიზაციის მიზნით იქამდე, სანამ არ შესუსტდა მისი გეოპოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავკასიაში და არ მოიშალა მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნები უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შედეგად.
დღეს რეგიონში სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობაა სომხეთსა და აზრებაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით, რომელიც არა პუტინის, არამედ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით შედგა და რომელიც ითვალისწინებს ახალი დერეფნის მშენებლობას სომხეთს, აზრებაიჯანსა და თურქეთს შორის. ე.წ. ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის და რაც უნდა იყოს კარგ შემთხვევაში ევროკავშირის მიერ მხადარჭერილი „შუა დერეფნის“ დამატება და არა ალტერნატივა.
აი ამ პირობებში კი მოულოდნელად ვისმენთ გალის საბაჟო ტერმინალის გახსნის შესახებ, რამაც უნდა დააკავშიროს სომხეთიდან და ირანიდან წამოსული ტვირთებით რუსეთს და სადაც გათვალისწინებულია ოჩამჩირედან გალამდე რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღდგენა პირველ ეტაპზე, სადაც ტვირთი ოჩამჩირის პორტში რკინიგზის გავლით შევა.
ამას მალევე მოყვა რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის განცხადება არამხოლოდ კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშუტების განბლოკვასთან დაკავშირებით, არამედ მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, რაც რუსეთის ამოცანებში „კავკასიაში სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებასთან“ დაკავშირებით ნათლად არის წარმოდგენილი.
ასევე შემთხვევითი არ იყო სომხეთის ექსპრეზიდენტის და ამჟამინდელი პრორუსული ოპოზიციური ბლოკის ლიდერის კოჩარიანის გაცხადება აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე, ისე როგორც ეს საბჭოთა დროს იყო და მის წინააღმდეგობას ტრამპის გზის მისამართით, რაც სრულიად შესაბამისობაშია კრემლის ინტერესებთან რეგიონში და მის მოლოდინთან, რომ სომხეთში პრორუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განხორციელებადია.
ამას ვუკავშირებ მე მათ შორის პირველად ამ წლების მანძილზე სოხუმში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე „აფხაზეთი-ინვესტიციები მომავალში“ ამ საკითხზე მსჯელობას (განიხილეს ოჩამჩირეში საკონტეინერო ტერმინალის განვითარება და სომხეთთან სატრანსპორტო დერეფნის შექმნა აფხაზეთის გავლით, როგორც ლარსის გზის ალტერნატივა საპორტო და სარკინიგზო მიმოსვლის გზით.
ასევე საგულისხმო მგონია რუსეთის განაცხადი, რომ ოთხი წლის მანძილზე პუტინის გადაწყვეტილებით აფხაზეთისთვის მოხდება საკრედიტო ინვესტიცია 20 მილიარდი რუბლი სახით საინვესტიციო პროექტებში.
იმავდროულად რუსეთის აფხაზეთის კურატორ სერგეი კირიენკოს (პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის მიერ გაკეთებულ განაცხადება ამ აფხაზეთისთვის ინვესტიციებისთვის 100 მილიარდ რუბლის განსაზღვრის შესახებ, რომლის წინაპირობად დასახელდა პოლიტიკური სტაბილურიბა, თანამედროვე და კონკურენტული კანონმდებობა და ბიზნესის მიერ კანონების დაცვა.
ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთს ფული არ აქვს რკნიგზის აღსადგენად ახლა და ეს რისკი მოხსნილია, არ ვიზიარებ და რკინიგზის ბედი დამოკიდებული იქნება სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ისევე როგორც ირანის კრიზის დასრულების შედეგებზე.
იმის თქმა, რომ რუსეთს ფული არ აქვს აფხაზეთის რკნიგზის აღსადგენად ახლა და ეს რისკი მოხსნილია, არ ვიზიარებ და ამ რკინიგზის ბედი დამოკიდებული იქნება სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ისევე როგორც ირანის კრიზისის დასრულებაზე
თუმცა ეს არ გამორიცხავს მათ შორის საავტომობილო გზის გახსნაზე მუშაობას, რაც მეორე სცენარის ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა გალის საბაჟოს გავლით ტვირთების მიმოსვლის და ენგურზე დე ფაქტო საზღვრის გადმოწევის სურვილს, მიუხედავად რუსეთის მიერ შეუსრულებელი 2011 წლის ჟენევის შეთანხმებისა და ფსოუზე საზღვრისა. ამისთვის კი შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმების წინაპრობა იყო დასახელებული აფხაზეთთან.
- რადგან აფხაზეთზე ვმსჯელობთ, გვერდს ვერ ავუვლით გასულ კვირას სოხუმში განვითარებულ მოვლენებს.
მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილისა და აფხაზეთის კურატორის სერგეი კირიენკოს ვიზიტი და აფხაზეთზე პრეზიდენტ პუტინის განცხადებები.
სერგეი კირიენკო სოხუმში ეკონომიკური ფორუმს დაესწო, რომლის მუშაობაში რუსეთის გუბერნატორებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. კირიენკო ასევე დაესწო საზაფხულო სეზონის წინ ბაბუშერის აეროპორტის ოფიციალურად გახსნას.
აფხაზური მედიის ცნობით, პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის 2026–2030 წლებში 20 მილიარდი რუბლის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. კირიენკოს თქმით, ეს თანხები "აფხაზეთში ინვესტიციებისთვის შეღავათიანი სესხების გასაცემად იქნება გამოყენებული".
ამავე თემაზე სერგეი კირიენკომ საზოგადოებას გააცნო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებისადმი პუტინის განცხადება - "ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მისი ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, უპირობო პრიორიტეტია...."ჩვენ არა მხოლოდ ვეხმარებით ერთმანეთს, როგორც კარგი მეზობლები, არამედ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ინტეგრაციული კავშირები ახალ დონეზე ვცდილობთ ავიყვანოთ. ჩვენ გულწრფელად ვცდილობთ, რომ აფხაზეთი თანამედროვე, კომფორტულ ქვეყნად ვაქციოთ საცხოვრებლად და სამუშაოდ.“
არადა, ვხედავთ, რომ რუსეთი რეალურად არ არის დაინტერესებული აფხაზეთის არანაირი დამოუკიდებლობით და როგორც ბოლო მოვლენებმა აჩვენა, აფხაზეთთან მიმართებაში რბილი პოლიტიკიდან არა მარტო ეკონომიკურ სფეროში უფრო ხისტ ნაბიჯებზე გადადის.
თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინის ამ განცხადებას? ცხადია, ეს განცხადება იმიტომაც გაკეთდა რომ იგი საქართველოს საზოგადოებას და ხელისუფლებას გარგონა. თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადებები?
- აფხაზეთში რუსეთი აქტიურად იყენებდა ხისტ ძალას და ეჩეხებოდა აფხაზური საზოგადეოების დიდ პროტესტს და წინააღმდეგობას. ამას მოწმოდა უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღების მცდელობა, რაც თბილისმა მიიღო, ხოლო იქ არა, ყბდადაღებული აპარტჰოტელების საკითხს, ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას თუ დეფაქტო არჩევნებში რუსეთის ღიად ჩარებას და რუსეთის შანტაჟს რესურსებით ხალხის წინააღმდეგ.
კრემლისა ახალი კურატორი ბატონი კირიენკო, რომელიც 2024 წლის ბოლოს დაინიშნა, ავლენდა გარკვეულ წილად კრემლის მიდგომების ტრანსფორმაციას აფხაზეთისადმი, რაც გამოხატული იყო ძალისმიერი ტაქტიკის „რბილი ძალით“ ჩანაცვლებით.
რუსეთის ახალი კურატორი ბატონი კირიენკო, რომელიც 2024 წლის ბოლოს დაინიშნა, ავლენდა გარკვეულ წილად კრემლის მიდგომების ტრანსფორმაციას აფხაზეთისადმი, რაც გამოხატული იყო ძალისმიერი ტაქტიკის „რბილი ძალით“ ჩანაცვლებით
თუ გავითვალისწინებთ მის აფხაზეთში დაბადების ფაქტორს მისი პერსონალური კავშირების დასადასტურებლად და მის მიერ 7 გზის ვიზიტს იქ, ისევე როგორც პირველად ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, და გზავნილებს, ეს მოწმობს რუსეთის აქტიურ ზედამხედველობას და რეაგირების მზადყოფნას პოლიტიკური ესკალაციის შემთხვევაში.
ხოლო რუსეთის ფართე რეგიონული პოლიტიკის ამოცანების ჭრილში უნდა განვიხილოთ მთელი მისი ინფასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა ფინანსურად, ისევე როგორვ პოლიტიკური სცენარების სიმრავლე ამ ამოცანების გადასაჭრელად.
- აფხაზეთის საკითხებთან მიმართებაში სავარაუდოდ, უფრო გასაგები, პრაგმატული და ეფექტური ნაბიჯები როგორი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს?
- პირველ რიგში დეოკუაციის და ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანების ხედვაა შესამუშავებელი, შემდეგ სტრატეგია ჩამოსაყალიბებელი რაც 2011 წლის შემდეგ არ განახლებულა.
ვისურვებდი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ქართული მედიის და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების დაბრუნებას, რისი მწვავე დეფიციტიც იგრძნობა დღეს და იმ იმედის რეალობად ქცევას, რომ აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვიერადაა საქართველო, არამედ არსებობს შეთანხმებული ხედვა და გზა იქ დევნიილი საზოგადოების უსაფრთხო დაბრუნების და საქართველოს ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების
იმავდროულად დასავლელ პარტნიორებთან კავშრების დაბრუნება ძველ დონეზე მაინც ტერიტორიული მთლიანობის მხადასაჭერად, ევროკავშირის სამშვიდობო პოტენციალის და რესურსების გამოყენება, რისი ინტერესი აფხაზურ საზოგადოებასაც ექნებოდა, რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით „შუა დერეფნის“ პროექტში საქართველოს აქტიური ჩართულობა, ანაკლიის პორტის აშენება და ნამდვილი მშვიდობის და კეთილდღეობის წინაპირობების შექმნა, ისევე როგორც უკრაინის სურევენიტეტის მხარდაჭერა და მისი გამარჯვების მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისაც სასიცოხლო ძალისაა.
ასევე ვისურვებდი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე ქართული მედიის და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების დაბრუნებას, რისი მწვავე დეფიციტიც იგრძნობა დღეს და იმ იმედის რეალობად ქცევას, რომ აფხაზეთი არა მხოლოდ სიტყვიერადაა საქართველო, არამედ არსებობს ხედვა და გზა იქ დევნიილი საზოგადოების უსაფრთხო დაბრუნების და საქართველოს ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი