რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ხარების დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს, 7 აპრილს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარებას აღნიშნავს.
სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მაცხოვარს შობდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.