იმ პირების სასამართლო საქმეები, რომლებსაც ბრალი ირანის მოწინააღმდეგეებისთვის დახმარების გაწევაში ედებათ, უფრო სწრაფად უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ ირანის სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარემ, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის ან აქტივების კონფისკაციის განაჩენის გამოტანის დაჩქარების მოწოდებით გამოვიდა.
ირანზე აშშ-ისრაელის მიერ გასულ თვეში განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ასობით პირი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ მოწინააღმდეგეებისთვის დახმარების გაწევაში, მათ შორის უცხოეთში დაფუძნებული ოპოზიციური არხებისთვის კონფიდენციალური ვიდეოების გაზიარებასა და ირანზე თავდასხმების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაში.