ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის განცხადებით, მოწინააღმდეგის დახმარებაში ბრალდებულების წინააღმდეგ განაჩენის გამოტანა უნდა დაჩქარდეს

იმ პირების სასამართლო საქმეები, რომლებსაც ბრალი ირანის მოწინააღმდეგეებისთვის დახმარების გაწევაში ედებათ, უფრო სწრაფად უნდა განიხილებოდეს, - ამის შესახებ ირანის სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარემ, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ განაცხადა.

მედიის ინფორმაციით, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯის ან აქტივების კონფისკაციის განაჩენის გამოტანის დაჩქარების მოწოდებით გამოვიდა.

ირანზე აშშ-ისრაელის მიერ გასულ თვეში განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ასობით პირი დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ მოწინააღმდეგეებისთვის დახმარების გაწევაში, მათ შორის უცხოეთში დაფუძნებული ოპოზიციური არხებისთვის კონფიდენციალური ვიდეოების გაზიარებასა და ირანზე თავდასხმების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა