Bloomberg - აშშ და ირანი უახლოვდებიან შეთანხმების მიღწევას, ბირთვული საკითხი კვლავ განიხილება

აშშ და ირანი უახლოვდებიან შეთანხმების მიღწევას, ბირთვული საკითხი კვლავ განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ინფორმირებულ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს თქმით, ირანი განიხილავს მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებულ წინადადებებს, რომელიც მთავარი შუამავლის - კატარის - მიერ იქნა წარდგენილი. დიპლომატმა აღნიშნა, რომ თეირანი მზაობას აჩვენებს, განიხილოს მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც აქამდე არ განიხილებოდა.
ასევე აღინიშნება, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა კატარის ლიდერთან დაძაბულობის დეესკალაციისთვის ძალისხმევებზე.

























