დონალდ ტრამპი ირანთან ომზე - მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება.
„მალე დასრულდება”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ მოხდება ეს.
ამასთან, მისი თქმით, ვაშინგტონი მოითხოვს გარანტიას, რომ თეირანი არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს.
„გვჭირდება იმის გარანტია, რომ ბირთვული იარაღი არასდროს იარსებებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

























