სკოტ ბესენტი ირანის საავიაციო სექტორის სანქცირებაზე - დაე, ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც საქმეს იჭერს დანარჩენ ირანულ ავიაკომპანიებთან - თქვენ გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკის ქვეშ ხართ

აშშ-მა ირანის საავიაციო სექტორისა და მასთან აფილირებული სტრუქტურების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, აშშ-მა სანქციები შემოიღო 36 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ირანის საავიაციო სექტორს, რომელსაც, თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასატანად იყენებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზომები ასევე, მიმართულია ფარული კომპანიების, უცხოელი შუამავლებისა და შეცდომაში შემყვანი გადაზიდვის მარშრუტების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანი იყენებს ამერიკული წარმოების თვითმფრინავებისა და საიდუმლო ტექნოლოგიების მოსაპოვებლად.

მიღებული ზომების ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ასევე, ყურადღება მიაქცია მესამე ქვეყნებში მდებარე ფირმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ირანული ავიაკომპანია Mahan Air-ის საქმიანობას.

“დღეს სანქციები შემოვიღეთ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ ავიაკომპანია Mahan Air-ის მხარდაჭერას. დაე, ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც საქმეს იჭერს დანარჩენ ირანულ ავიაკომპანიებთან - თქვენ გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშვის რისკის ქვეშ ხართ,” - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

განცხადების თანახმად, Mahan Air-ის გარდა ასევე დასანქცირებულია კიდევ 27 ირანული ავიაკომპანია.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა