დონალდ ტრამპი - “ჰუსიტები” ძალიან ცუდად იქცევიან, მეგონა, ჭკუა ისწავლეს - დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ისევ გამოჩნდნენ - სავარაუდოდ, ირანის დავალებით

“ჰუსიტები” ძალიან ცუდად იქცევიან. მეგონა, ჭკუა ისწავლეს ერთი წლის წინ, როცა სასტიკად დავბომბეთ და მათივე თხოვნით შევწყვიტეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ჰუსიტები”, სავარაუდოდ, ირანის დავალებით მოქმედებენ.

“დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდნენ - სავარაუდოდ, ირანის დავალებით. ირანი კი ჩავარდნილი სახელმწიფოა, რომელსაც არ ჰყავს არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არც საჰაერო ძალები, აქვს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკონომიკა და 301%-იანი ინფლაცია. ისინი ძალიან უხეშად მოქმედებენ, თავს ესხმიან საუდის არაბეთს და განზრახ ცდილობენ ნავთობის ფასების გაზრდას, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩევნებამდე. ეს ნამდვილად არ არის კარგი! ვიღაცამ უნდა აუხსნას მათ, რომ არჩევნებში კენჭს არ ვიყრი - მე უკვე გავიმარჯვე, უზარმაზარი უპირატესობით! მაგრამ არჩევნების შემდეგ იქ ვიქნები და ეს არასოდეს დამავიწყდება!”- აცხადებს ტრამპი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში