აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის შედეგებზე ბაქოდან ხედვის მოსასმენად, “ინტერპრესნიუსი“ კავკასიური პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, ახმედ ალილის ესაუბრა.
- ბატონო ახმედ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის ვიზიტი თბილისში შედგა. პრემიერთან, პრეზიდენტთან, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და მეზობელი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციას მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თავის ბიზნეს-ცენტრში უმასპინძლა.
ამ შეხვედრების შემდეგ მხარეთა წარმომადგენლებმა ისაუბარეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ეფექტურ თანამშრომლობაზე ენერგეტიკისა და სატრანზიტო პროექტებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებულ ახალ რეალობებში კვლავაც გაგრძელდება და ახალ დინამიკას შეიძენს.
სავარაუდოდ, როგორია პრეზიდენტ ალიევის ვიზიტის თბილისში შედეგებზე ხედვა ბაქოდან?
- აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები ათწლეულებია ინტენსიურად ვითარდება. რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში, ვხედავთ, რომ ბაქოსა და თბილისს ერთნაირი ხედვები აქვთ რეგიონალური პრობლემების მიმართ.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაუმჯობესებული და თანამშრომლობის რეჟიმში მყოფი ურთიერთობები და ის პროცესები რომელიც ჩვენი რეგიონის მიმდებარედ ხდება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება ჩვეს სამეზობლოში. ვხედავთ იმასაც, რომ თითქოს ბაქო და ერევანი ამ პროცესებს ყურადღებასაც კი არ აქცევენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში უნდა განვიხილოთ იმ პროცესის გაგრძელებად, რომელიც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყალიბდება. თუ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ერთნაირი პოზიციები და ხედვები ექნა რეგიონის განვითარების მომავალზე, ეკონომიკური პროცესები ყველა მიმართულებით სწრაფად განვითარდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში უნდა განვიხილოთ იმ პროცესის გაგრძელებად, რომელიც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყალიბდება. თუ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ერთნაირი პოზიციები და ხედვები ექნა რეგიონის განვითარების მომავალზე, ეკონომიკური პროცესები ყველა მიმართულებით სწრაფად განვითარდება
თბილისში პრეზიდენტ ალევისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, „აზერბაიჯანი და საქართველო ერთ ტალღაზე არიან“. ვგულისხმობ პოზიტიურ ტენდენციებს, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორისაა დაწყებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-თვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან თანამშრომლობის ისეთ რეჟიმში და კოორდინაციაში იყვნენ, რომ მათთან ურთიერთობა ვაშინგტონს არ უჭირდეს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აშშ-თვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან თანამშრომლობის ისეთ რეჟიმში და კოორდინაციაში იყვნენ, რომ მათთან ურთიერთობა ვაშინგტონს არ უჭირდეს
იგივე ეხება საქართველო-ევროპის ურთიერთობებს, რადგან ევროპა დაინტერესებულია სამხერეთ კავკასიაში არა მხოლოდ მშვიდობასა და სტაბილურობაში, არამედ კავკასიის რეგიონიდან ენერგომატარებლების მიღებაში. ახლა განსაკუთრებით, რადგან ირანიდან ენერგომატარებლების ტრანსპორტირებაში პრობლემებია შექმნილი.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო გზავნილი აშშ-თვის.
თუ ეს გზავნილი იყო, სავარაუდოდ, რა ტიპის გზავნილი შეიძლება ყოფილიყო?
- ის პროცესები რომელიც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება, ასევე ის თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, გახლავთ ნიშანი იმისა, თუ რა ცვლილებები ხდება ზოგადად და მათ შორის ჩვენს რეგიონში.
ეს ასევე ნიშნავს იმასაც, რომ არც ბაქოს და არც ერევენას არ უნდათ რომ საქართველო იზოლირუბული იყოს ამ საერთო პროცესებიდან, მათ შორის არც ეკონომიკური პროექტებიდან და იზოლირებული იყოს. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის რა პრობლემები არ უნდა იყოს, ისინი ყოველთვის პოულობენ თანამშრომლობის შესაძლებლობას, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინ მყარი საფუძველი ჩაეყარა.
- ვიდრე დაგიკავშირდებოდით, „ინტერპრესნისისათვის“ მიცემულ თქვენს წინა ინტერვიუს გადავხედე.
სადაც თქვენ ამბობთ - „სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალი სისტემისა და არქიტექტურის ფორმირება. ჩვენ ახლა მხოლოდ დიდი გზის დასაწყისში ვართ“.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტის შემდეგ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს?
- თუ იმ განცხადებებით ვიმსჯელებთ, რომელიც ორივე მხარის წარმომადგენლების მხრიდან თბილისში გაკეთდა, ისინი ჯერჯერობით სრულად არ იძლევა იმის თქმის საშუალებას თბილისში გამართულ შეხვედრებზე რაზე შეთანმხდნენ მხარეები. განსაკუთრებით ალიევსა და ივანიშვილის შეხვედრაზე.
მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაქოსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მეტიც, ურთიერთობების ამგვარი ურთიერთგაგების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, მხარეები მივიდნენ იმის გაგებამდე, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ შექმნან უსაფრთხოების ერთიანი სისტემა.
ბაქოსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მეტიც, ურთიერთობების ამგვარი ურთიერთგაგების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა, მხარეები მივიდნენ იმის გაგებამდე, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ შექმნან უსაფრთხოების ერთიანი სისტემა
ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში ამ თვალსაზრისით სერიოზული ნაბიჯი იყოს. თუმცა, ამას წინ უნდა უსწრებდეს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში გარღვევა. დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
- გაქვთ იმის განცდა, რომ პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტის შემდეგ შეიძლება დაჩქარდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა?
ან ისეთი პროექტების მშენებლობა დაჩქარდეს, რომელთა რეალიზაციაში აშშ-ია დაინტერესებული?
- ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, სავარაუდოდ, როგორ გაგრძელდება ბაქო-სუფსას პროექტი. შეგახსენებთ, რომ ამ გაზსადენით აზერბაიჯანულ გაზს საქართველოს გავლით იღებს 16 ქვეყანა.
მას შემდეგ, თუ როგორ განვითარდა პროცესები ორმუზის სრუტეში ენერგომატარებლებით ევროპის უზრუნველყობის საკითხი მეტად აქტუალური გახდა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ირანულ ენერგომატარებლების არც თუ ისე დიდი ნაწილი ხვდებოდა ევროპაში. ეს იმიტომ გავიხსენე რომ საკმრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენთვისაც პრიორიტეტია და ევროპისთვისაც.
ვხედავთ, რომ ირანის სამხედრი ინფრასტრუქტრურა პრაქტიკულად აღარ არსებობს, ვერ ხერხდება ორმუზის სრუტიდან ენერგომატარებლების სრულად გამოტანა. ყველაფერი ეს ჩვენ იმისკენ გვიბიძგებს რომ სამხრეთ კავკასიიდან ენერგომატარებლების ევროპაში ტრანსპორტირების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ენერგომატარებლების უსაფრთხო უზრუნველყოფის სამომავლოდ გადადება უკვე აღარ შეიძლება და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ამის განხორციელება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ ამ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპელი პარტნიორებიც მიიღებენ
ირანული დრონების მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვამ გვაჩვენა, რომ სამხრეთ კავკასია ევროპისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. ნახჩევანის დაბომბვამ ისიც გვანახა, რომ აზერბაიჯანი არაბული ქვეყნებისაგან განსხვავდება, რადგან მას შეუძლია თავის თავის და მეზობლების დაცვაც.
ეს კი იმასაც ნიშნავს რომ ყაზახეთის გაზისა და ნავთობის საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირება უსაფრთხო უნდა იყოს და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი მოკავშირეების დახმარებით.
სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ენერგომატარებლების უსაფრთხო უზრუნველყოფის სამომავლოდ გადადება უკვე აღარ შეიძლება და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ამის განხორციელება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ ამ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპელი პარტნიორებიც მიიღებენ.
პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტის შედეგად სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება.
- წინა ინტერვიუში თქვენ ასე გაქვთ ნათქვამი - „რუსეთს არა აქვს რესურსი, სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუშალოს აშშ-ს აქტიურობას.“
ალევის ვიზიტის შემდეგ, შეიძლება იმის თქმა, რომ ეს საქართველოსაც ეხება?
- თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ევროპელები სადაც ნახავენ, აპატიმრებენ რუსულ ნავთობის ტანკერებს, ან შეუძლიათ მათი მწობრიდან იოლად გამოყვანა, ასევე უკრაინელებს იოლად შეუძლიათ რუსული ენერგოსაწარმოების მწყობრიდან გამოყვანა, ასევე საწარმოო ინფრასრუქტურისთვის სერიოზული ზიანის მიყენება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთს არ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ახლა არ შეუძლია თავის კუბელ მოკავშირეებს დაეხმაროს, სადაც ახლა უმწვავესი ენერგეტიკული კრიზისია.
ის ადამიანები, ვისაც რუსეთის დასუსტების სულ ცოტა ხნის წინ არ სჯეროდა, ახლა რწმუნდებიან რომ სამხრეთ კავკასიაშიც რუსეთის გავლენები შესუსტებულია,
- შეიძლება ითქვას რომ პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი თბილისში სანახაობრივადაც არა მხოლოდ ლამაზი და საინტერესო იყო, არამედ ამ ვიზიტმა გულითად ვითარებაში ჩაიარა.
არ ვიცი თქვენთან რა გამოხმაურება მოჰყვა მომხდარს, მაგრამ ალიევის ვიზიტის წინ თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტ აფგან სადიგოვის დეპორტაციამ და ბაქოში ექსტრადიციამ ამ ვიზიტის მიმართ საერთო განწყობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა.
ახლა ბევრი ამბობს რომ სადიგოვის ექსტრადირება შემთხვევით არ მომხდარა. ამიტომ გკითხავთ - აფგან სადიგოვს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა პრეზიდენტ ალიევისთვის, რომ თბილისში მის ვიზიტამდე მისი ექსტრადირება მოეთხოვა?
- ამ თემაზე საქართველოში გამოქვეყნებულ სტატიებს გავეცანი და დაუჯერებლიც კი მგონია ამ ისტორიაში აზერბაიჯანისა და საქართველოს სამართადამცავების კოორდინირებული მოქმედება. უფრო სწორად ის, როგორც ამბობენ ამ ოპერაციის ერთობლივად დაგეგმვა და სადიგოვის ბაქოში ექსტრადირება.
ვითარებაში, როცა ვაშინგტონსა და თბილისს შორის კონტაქტები გააქტიურებულია, აზერბაიჯანის ამოცანაა რეგიონის სამი ქვეყანა ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ისეთი საკითხის მიმართ აქტიურობა, როგორც სადიგოვის ექსტადირებაა, აზერბაიჯანული მხრიდან, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ.
ვითარებაში, როცა ვაშინგტონსა და თბილისს შორის კონტაქტები გააქტიურებულია, აზერბაიჯანის ამოცანაა რეგიონის სამი ქვეყანა ერთი მიმართულებით მოძრაობდნენ, ისეთი საკითხის მიმართ აქტიურობა, როგორც სადიგოვის ექსტადირებაა, აზერბაიჯანული მხრიდან, მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ
ეს რომ ასე იქნებოდა ისიც მაფიქრებინებს, რომ ბაქოში აღმოჩენილი სადიგოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაანთავაისუფლა. სამხრეთ კავკასიის მიმართ ვაშინგტონის ინტერესი, ასევე პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტის წინ სადიგოვის ბაქოში ექსტრადირება საერთო სურათიდან აშკარად ამოვარდნილია.
ახლა როცა თბილისმა ურთიერთობები უნდა დაალაგოს ვაშინგტონთან და ევროპასთან, და როგორც ჩანს, ამ პროცესში თავისი წვლილი პრეზიდენტმა ალიევმა უნდა შეასრულოს, სადიგოვის ისტორია ყველა თვალსაზრისით გაუგებარიც კია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი