პარტია „ფედერალისტების“ ლიდერები - გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის ევროპის მინისტრს ბენჟამინ ჰადადს შეხვდნენ.
ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები და ოპოზიციის ალიანსის გეგმები განიხილეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.