„ფედერალისტების” ლიდერები საფრანგეთის ევროპის მინისტრს შეხვდნენ

„ფედერალისტების” ლიდერები საფრანგეთის ევროპის მინისტრს შეხვდნენ

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერები - გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი საფრანგეთის ევროპის მინისტრს ბენჟამინ ჰადადს შეხვდნენ.

ინფორმაციას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები და ოპოზიციის ალიანსის გეგმები განიხილეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.