პაკისტანის პრემიერი - ირანი და აშშ, მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანში

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს და დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

„დიდი თავმდაბლობით, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მათ მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვაგან, დაუყოვნებლივ ამოქმედებით“, - განაცხადა შარიფმა.

შარიფმა ირანისა და აშშ-ს დელეგაციები ყველა დავის მოსაგვარებლად შემდგომი მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება და გვსურს, უახლოეს დღეებში მეტი კარგი ამბავი გავუზიაროთ ერთმანეთს!“ - აღნიშნა ეჰბაზ შარიფმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს