პაკისტანის პრემიერი - ირანი და აშშ, მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანში

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ლიბანსაც მოიცავს და დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

„დიდი თავმდაბლობით, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მათ მოკავშირეებთან ერთად, შეთანხმდნენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველგან, მათ შორის ლიბანსა და სხვაგან, დაუყოვნებლივ ამოქმედებით“, - განაცხადა შარიფმა.

შარიფმა ირანისა და აშშ-ს დელეგაციები ყველა დავის მოსაგვარებლად შემდგომი მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.

“თბილად მივესალმები ამ გონივრულ ჟესტს და უღრმეს მადლობას ვუხდი ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას და ვიწვევ მათ დელეგაციებს ისლამაბადში პარასკევს, 2026 წლის 10 აპრილს, ყველა დავის მოსაგვარებლად საბოლოო შეთანხმების მისაღწევად შემდგომი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მიღწევაში წარმატებული იქნება და გვსურს, უახლოეს დღეებში მეტი კარგი ამბავი გავუზიაროთ ერთმანეთს!“ - აღნიშნა პაკისტანის პრემიერმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა