დონალდ ტრამპი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებულ ურანზე იდეალურად იზრუნებენ.

„მასზე იდეალურად იზრუნებენ, სხვაგვარად არ დავთანხმდებოდი“, - აღნიშნა ტრამპმა „ფრანს-პრესსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისი გაკეთება იგეგმება გამდიდრებულ ირანთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გამარჯვება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :

„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, არსებობს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც შეთანხმება მიღწეულია. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა წარმატებას“, - განაცხადა ტრამპმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს