დონალდ ტრამპი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის გამდიდრებულ ურანზე იდეალურად იზრუნებენ.

„მასზე იდეალურად იზრუნებენ, სხვაგვარად არ დავთანხმდებოდი“, - აღნიშნა ტრამპმა „ფრანს-პრესსთან“ სატელეფონო ინტერვიუში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისი გაკეთება იგეგმება გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით.

ამასთან, კითხვაზე, არის თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა გამარჯვება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა :

„ეს არის სრული და აბსოლუტური გამარჯვება. 100 პროცენტით. კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, არსებობს 15-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის უმეტეს ნაწილზეც შეთანხმება მიღწეულია. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, მიაღწევს თუ არა წარმატებას“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მიაჩნია, რომ ჩინეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანაში.

„მესმის, რომ კი“, - უპასუხა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მონაწილეობდა თუ არა პეკინი თეირანის დარწმუნებაში, რომ ზავის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულიყო.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა