„ბიბლუსში“ ტრადიცია გრძელდება - აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, ამიტომ თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიისგან საჩუქრები გელოდებათ.
შეთავაზებების ფარგლებში, 8-დან 11 აპრილის ჩათვლით, ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, 2+1 აქცია დაგხვდებათ - შეიძინეთ ორი და „ბიბლუსი“ ერთი ნივთით დაგასაჩუქრებთ!
შეთავაზება მოქმედებს სრულ ასორტიმენტზე, როგორც წიგნებზე, ასევე აქსესუარებზე.
ამბობენ, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, მისი საერთაშორისო დღე კი 23 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს წიგნებით ასაჩუქრებენ. ყველა წიგნის უკან ადამიანია, ყოველი საჩუქრის უკან კი არის ისტორია, რომელიც დღეს ცვლის. მთელი თვის განმავლობაში შეგვიძლია, განსაკუთრებული გავხადოთ ყოველდღიურობა და ჩვენი გარშემომყოფების დადებით ემოციებზე ვიზრუნოთ.
კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, „ბიბლუსმა“ წლებია, წიგნის ჩუქების დღე თვედ აქცია, ამიტომ მთელი აპრილის განმავლობაში ყოველდღიურად იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, პროექტი და ღონისძიება, რომლის შესახებაც ეტაპობრივად შეიტყობთ სოციალური ქსელიდან.
„ბიბლუსის“ მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნის ჩუქებით და ზოგადად, წიგნის კითხვით.
აქციე საჩუქარი თავგადასავლად - აჩუქე სამყარო შენს ძვირფას ადამიანებს. R
(R)