2+1 აქცია „ბიბლუსში“ - ისარგებლე შეთავაზებით წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში

„ბიბლუსში“ ტრადიცია გრძელდება - აპრილი წიგნის ჩუქების თვეა, ამიტომ თქვენი საყვარელი წიგნის მაღაზიისგან საჩუქრები გელოდებათ.

შეთავაზებების ფარგლებში, 8-დან 11 აპრილის ჩათვლით, ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, 2+1 აქცია დაგხვდებათ - შეიძინეთ ორი და „ბიბლუსი“ ერთი ნივთით დაგასაჩუქრებთ!

შეთავაზება მოქმედებს სრულ ასორტიმენტზე, როგორც წიგნებზე, ასევე აქსესუარებზე.

ამბობენ, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია, მისი საერთაშორისო დღე კი 23 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები და სრულიად უცნობი ადამიანები ერთმანეთს წიგნებით ასაჩუქრებენ. ყველა წიგნის უკან ადამიანია, ყოველი საჩუქრის უკან კი არის ისტორია, რომელიც დღეს ცვლის. მთელი თვის განმავლობაში შეგვიძლია, განსაკუთრებული გავხადოთ ყოველდღიურობა და ჩვენი გარშემომყოფების დადებით ემოციებზე ვიზრუნოთ.

კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, „ბიბლუსმა“ წლებია, წიგნის ჩუქების დღე თვედ აქცია, ამიტომ მთელი აპრილის განმავლობაში ყოველდღიურად იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, პროექტი და ღონისძიება, რომლის შესახებაც ეტაპობრივად შეიტყობთ სოციალური ქსელიდან.

„ბიბ­ლუ­სის“ მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნი დაინტერესდეს წიგ­ნის ჩუ­ქე­ბით და ზოგადად, წიგ­ნის კი­თხვით.

აქციე საჩუქარი თავგადასავლად - აჩუქე სამყარო შენს ძვირფას ადამიანებს. R

(R)

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა