მარკო რუბიოს განცხადებით, ერაყულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი გაათავისუფლა

ირანთან დაკავშირებულმა ერაყულმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „კატაიბ-ჰეზბოლამ“ გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი გაათავისუფლა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კიტლსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ პენტაგონის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ერაყის უზენაესი სასამართლო საბჭოს წარმომადგენლები.

„შვებით ამოვისუნთქეთ, რომ ეს ამერიკელი ახლა თავისუფალია და ვმუშაობთ მის ერაყიდან უსაფრთხოდ გამომგზავრებაზე“, - აღნიშნა რუბიომ.

კატაიბ-ჰეზბოლამ სამშაბათს ადრე განაცხადა, რომ კიტლსონს გაათავისუფლებდა და რომ მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ერაყი.

Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ მისი გათავისუფლება ერაყის მთავრობისა და რამდენიმე გავლენიანი შიიტი ლიდერის ძალისხმევის შედეგია, რომლებმაც გასამხედროებულ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე ზეწოლა მოახდინეს ჟურნალისტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

შელი კიტლსონი მარტის ბოლოს ბაღდადში გაიტაცეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს