Reuters - „ჰეზბოლამ“ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა

„ჰეზბოლამ“ ისრაელის წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი „ჰეზბოლასთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება და ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ იერიშები შეაჩერა.

მანამდე, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და მოსალოდნელი დარტყმების შესახებ გაფრთხილება გამოსცა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს.

ცნობისთვის, 2 მარტს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ლიბანში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს