პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში ინტერპელაციით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს იბარებს.
შესაბამისი განცხადებით ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შალვა კერესელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს.
„ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის პირველი–მე-3 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, 2026 წლის 14/15/16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციის გამართვის მიზნით, დანართის სახით გიგზავნით, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წერილობით შეკითხვებს. გთხოვთ, აღნიშნული შეკითხვები გადასცეთ ადრესატს - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს“,-აღნიშნულია მიმართვაში.