„ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება“, - ნათქვამია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

ისრაელმა გუშინ ლიბანის წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სულ მცირე 254 ადამიანი დაიღუპა და 1100-ზე მეტი დაიჭრა.

ისრაელი და აშშ აცხადებენ, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანი ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ასევე განაცხადეს, რომ შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს