„ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრა ელის მიმართულებით რაკეტები ისროლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება“, - ნათქვამია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.

ისრაელმა გუშინ ლიბანის წინააღმდეგ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სულ მცირე 254 ადამიანი დაიღუპა და 1100-ზე მეტი დაიჭრა.

ისრაელი და აშშ აცხადებენ, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანი ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ასევე განაცხადეს, რომ შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა