ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. მათ გულახდილი საუბარი გამართეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ირანის კონტექსტში, - ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში წერს.
„გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა უფრო ძლიერი და სამართლიანი ალიანსის შესაქმნელად მოკავშირეების მიერ ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - აცხადებს ალიანსის პრესსპიკერი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი გვერდით არ დაუდგა შეერთებულ შტატებს, როდესაც მისი მხარდაჭერა სჭირდებოდათ. „ნატო ჩვენს გვერდით არ იყო, როცა გვჭირდებოდა და არც იქნება თუ ისევ დაგვჭირდება. გაიხსენეთ გრენლანდია, ეს დიდი, ცუდად მართული ყინულის ნაჭერი!!!“- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.