ირაკლი კუპრაძე - სევდანარევ, მაგრამ მაინც საზეიმო დღედ მიმაჩნია 9 აპრილი - ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა ფასად მოდის თავისუფლება და რომ მისი შენარჩუნება მხოლოდ წარსულის გახსენებით კი არა, ყოველდღიური მოქმედებითაა შესაძლებელი

სევდანარევ, მაგრამ მაინც საზეიმო დღედ მიმაჩნია 9 აპრილი - ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა ფასად მოდის თავისუფლება და რომ მისი შენარჩუნება მხოლოდ წარსულის გახსენებით კი არა, ყოველდღიური მოქმედებითა და პასუხისმგებლობით არის შესაძლებელი,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ამ ადამიანების მსხვერპლი ჩვენთვის ყოველდღიური მოტივაცია უნდა იყოს.

“არეული ემოციების დღეა…

საქართველოსთვის ორი 9 აპრილი არსებობს - 1989 წლის ტრაგიკული ღამე, როცა 21 ადამიანი თავისუფლების მოპოვების სურვილსა და იდეას შეეწირა და 1991 წლის 9 აპრილი, როცა ამ ბრძოლამ შედეგი მოიტანა და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. რომ არა პირველი 9 აპრილის გმირები, არც მეორე, თავისუფლებით სავსე 9 რიცხვი იარსებებდა.

ამ ადამიანების მსხვერპლი ჩვენთვის ყოველდღიური მოტივაცია უნდა იყოს - არამხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დასაცავად, არამედ იმისთვისაც, რომ საბოლოოდ დავძლიოთ საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილი მენტალური და სულიერი მონობა, რომ დამოუკიდებლობის ეტაპზე გადავიდეთ.

განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ 9 აპრილის ღამეს დაღუპული 21 გმირიდან 17 ქალი იყო და 4 მამაკაცი. გმირი ქალები არასდროს გვაკლდა და ისინი მუდამ ბრძოლის ავანგარდში ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლების სადარაჯოზე იდგნენ. ამიტომ, დამოუკიდებლობასთან ერთად, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიბრძოლოთ ქალების გაძლიერებისა და მათი თავისუფლებისთვის.

მე მაინც სევდანარევ, მაგრამ მაინც საზეიმო დღედ მიმაჩნია 9 აპრილი - ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რა ფასად მოდის თავისუფლება და რომ მისი შენარჩუნება მხოლოდ წარსულის გახსენებით კი არა, ყოველდღიური მოქმედებითა და პასუხისმგებლობით არის შესაძლებელი”,- წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს