ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ საუდის არაბელ კოლეგასთან, პრინც ფეისალ ბინ ფარჰანთან სატელეფონო საუბარი გამართა, - CNN-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა „ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული მოვლენები განიხილეს“.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როდის შედგა საუბარი.
საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბინ ფარჰანმა ოთხშაბათს საღამოს ზარები მიიღო კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან.