დონალდ ტრამპი - აშშ ირანის გარშემო დარჩება იქამდე, ვიდრე მიღწეული ნამდვილი შეთანხმება სრულად დაცული არ იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის გარშემო დარჩება.

„აშშ-ის ყველა ხომალდი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი, დამატებითი საბრძოლო მასალით, იარაღით და ყველაფრით, რაც უკვე მნიშვნელოვნად დეგრადირებული მტრის განადგურებისთვის მიზანშეწონილი და საჭიროა, თავის ადგილას და ირანის გარშემო დარჩება იქამდე, ვიდრე მიღწეული ნამდვილი შეთანხმება სრულად დაცული არ იქნება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.

მისი თქმით, თუ შეთანხმების პირობების დაცვა არ მოხდება, მაშინ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანს კვლავ დაარტყამს.

„თუ რაიმე მიზეზით ეს ასე არ მოხდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ „სროლა დაიწყება“ იმაზე დიდი მასშტაბით და ძლიერად, ვიდრე ვინმეს ოდესმე უნახავს. შეთანხმება დიდი ხნის წინ მოხდა და ყალბი რიტორიკის მიუხედავად - არანაირი ბირთვული იარაღი არ იქნება და ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო იქნება. ამასობაში კი ჩვენი ძლიერი არმია იარაღით იტვირთება, ისვენებს და მის შემდეგ დაპყრობას მოუთმენლად ელის. ამერიკა დაბრუნდა!“, - აცხადებს ტრამპი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს