რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მიდიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო

რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები დაღუპულთათვის პატივის მისაგებად მიდიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.

ერთ-ერთი მოქალაქე, იქ მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების შეძახილმა გააღიზიანა, როცა ისინი სკანდირებდნენ: „მონებო, მონები“, „ძირს ბიძინას რუსული რეჟიმი!“.

„რატომ მიკრძალავთ მოსვლას, არ მაქვს უფლება ვილოცო? ჩახვეული გაქვთ „ქართული ოცნება“, მონებო, მონებო“,- მიმართა ადგილზე მისულმა მოქალაქემ აქტივისტებს.

ამასთან, 9 აპრილის მემორიალთან ცოტა ხნის წინ მიიტანეს საქართველოს პარლამენტის სახელით ყვავილების გვირგვინი. იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კი გვირგვინზე დამაგრებული ლენტი, რომელსაც ეწერა „საქართველოს პარლამენტიდან“, მოხსნეს.

ადგილზე პერიოდულად ისმის შეძახილები „ძირს ბიძინას რუსული რეჟიმი!“ „მონებო, მონებო“.

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილები არიან აქციებისას დაკავებულთა დედები და სამოქალაქო აქტივისტები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს